რას ეფუძნება სავალუტო ფონდის განახლებული პროგნოზი: ნათია თურნავას განმარტება

© photo: Sputnik / Nataliya Seliverstova / გადასვლა მედიაბანკშირას ეფუძნება სავალუტო ფონდის განახლებული პროგნოზი: ნათია თურნავას განმარტება
რას ეფუძნება სავალუტო ფონდის განახლებული პროგნოზი: ნათია თურნავას განმარტება - Sputnik საქართველო
გამოწერა
საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა, მართალია, 2020 წელს 5%-ით შემცირდება, მაგრამ უკვე 2021 წელს ასევე 5%-ით გაიზრდება.

თბილისი, 14 ოქტომბერი – Sputnik. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველო რამდენიმე წლის განმავლობაში ეკონომიკის აღდგენა-გაჯანსაღებისა და ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით რეგიონული ლიდერი იქნება, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი (სსფ) - Sputnik საქართველო
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა პანდემიით გამოწვეული ზარალის ოდენობა გაასაჯაროვა

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) ახალი პროგნოზის თანახმად, საქართველოს ეკონომიკა ევროპასა და რეგიონში 2021-2025 წლებში ყველაზე მაღალი ტემპებით გაიზრდება.

ნათია თურნავას განცხადებით, 2021-2025 წლების განმავლობაში საშუალოდ საქართველოს წლიური ეკონომიკური ზრდა 5,5% იქნება, რაც რეგიონში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იქნება.

„მათ შორის, 2021 წელს პროგნოზი არის +5,2 პროცენტი, და იმის ნიშნები, რომ ჩვენი ეკონომიკა თანდათან მიდის აღდგენისკენ და დაწყებულია გაჯანსაღების პროცესი, აისახება ყოველთვიურ სტატისტიკაში. პრემიერ-მინისტრმაც ისაუბრა, რომ ეს არის ეკონომიკური ვარდნის შესუსტება თვიდან თვემდე, ეს არის ჯერ ქართული წარმოების ექსპორტის ზრდა და ახლა უკვე მთლიანად, რეექსპორტის ჩათვლით, საექსპორტო პროდუქციის ზრდა, რომელიც დაფიქსირდა სექტემბრის თვეში. ასევე ეს არის ფულადი გზავნილების მოცულობის ზრდა და ეს არის პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში მოკრძალებული, მაგრამ დადებითი დინამიკა, რომელიც მომავალში უფრო გაძლიერდება“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
საერთაშორისო სავალუტო ფონდი - Sputnik საქართველო
რამდენით გაიზრდება საქართველოს ეკონომიკა? საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზი

მინისტრის შეფასებით, აქედან გამომდინარე, სსფ-ის პროგნოზი, რომელიც გამოარჩევს საქართველოს, როგორც სწრაფი აღდგენის ტემპით გამორჩეულ ქვეყანას უახლოეს წლებში, ეფუძნება საქართველოს მთავრობის პოლიტიკის იმ ადეკვატურ შეფასებას, რომელიც პირველ რიგში მიმართულია პანდემიის გავრცელების მართვისკენ.

„ანტიპანდემიური ღონისძიებები ძალიან ეფექტურად ჩატარდა და ამან ეკონომიკას მისცა თანდათან გაჯანსაღების შესაძლებლობა. ეს გვაძლებს დღეს საშუალებას, გადავიდეთ ადაპტაციის ეტაპზე, როდესაც დიდი, სისტემური შეზღუდვების გარეშე გავაგრძელებთ ნელ-ნელა გახსნის პროცესს და ეკონომიკა უფრო სწრაფად გაჯანსაღდება“, – აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

სსფ-ის განახლებული პროგნოზის თანახმად, საქართველოს ეკონომიკა, მართალია, 2020 წელს 5%-ით შემცირდება, მაგრამ უკვე 2021 წელს ასევე 5%-ით გაიზრდება, ხოლო 2021-2025 წლებში ეკონომიკური ზრდა საშუალოდ 5,5% იქნება. მსოფლიო ეკონომიკაში კი 2020 წელს 4,4%-ით შემცირებაა მოსალოდნელი, ხოლო 2021 წელს ეკონომიკური ზრდა 5,2% იქნება.

 

ყველა ახალი ამბავი
0