საქართველოში ბიზნესისთვის გადასახადებზე შეღავათები წესდება

© photo: Government of Georgia / FB პრემიერი გიორგი გახარია მთავრობის სხდომაზე
პრემიერი გიორგი გახარია მთავრობის სხდომაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
კომპანიები, რომლებიც საერთაშორისო სტატუსს მიიღებენ, ისარგებლებენ შეღავათებით როგორც საშემოსავლო, ასევე მოგების გადასახადზე.

თბილისი, 8 ოქტომბერი – Sputnik. კომპანიები, რომლებიც საერთაშორისო სტატუსს მიიღებენ, მნიშვნელოვან საგადასახადო შეღავათებს მიიღებენ, განაცხადა მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, კომპანიებს შეღავათები ექნებათ როგორც საშემოსავლო, ასევე მოგების გადასახადზე.

მარიამ ქვრივიშვილი - Sputnik საქართველო
60 ქვეყნიდან 800-მდე მოქალაქემ საქართველოდან მუშაობის სურვილი გამოთქვა

„საკითხი, რომელზეც დღეს ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ, არის ის საგადასახადო შეღავათები, რომელზე მუშაობა ჩვენ დავიწყეთ 2019 წლიდან. მაშინ საგადასახადო კოდექსში შევიტანეთ ცვლილება, მექანიზმი, რომელიც დღეს გვაძლევს შესაძლებლობას, კომპანიებს, რომლებსაც მივანიჭებთ საერთაშორისო კომპანიების სტატუსს, დაუწესდეთ მნიშვნელოვანი საგადასახადო შეღავათები. ეს არის როგორც საშემოსავლო, ასევე მოგების გადასახადის შეღავათები, დაახლოებით ეს მცირდება 5 პროცენტამდე. ეს დღეს არის მნიშვნელოვანი, რადგან პოსტპანდემიური აღდგენის პერიოდში გლობალური ეკონომიკური კონკურენცია იქნება უაღრესად მძაფრი“, – განაცხადა გახარიამ.

მისი თქმით, მთავრობა ქართულ კომპანიებს აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ საერთაშორისო სტატუსი, ასევე ქვეყანაში შეიქმნას მოსახერხებელი პლატფორმა საერთაშორისო კომპანიების საქართველოდან მუშაობისთვის.

თითქმის მთელი პლანეტის ავანგარდში: საქართველო ეკონომიკურად თავისუფალი ქვეყნების ათეულშია>>

პრემიერის განცხადებით, ეს, პირველ რიგში, იქნება ის კომპანიები, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია საზღვაო ბიზნესთან, ასევე IT–კომპანიები. გახარიამ ორივე მიმართულებას „საგანგებოდ მნიშვნელოვანი“ უწოდა მსოფლიო, ასევე საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის.

ყველა ახალი ამბავი
0