22:15 26 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9424
  • 100 RUB4.3806
  • USD3.3138
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საგარეო პოლიტიკა (269)
59 0 0

კონვენცია ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის 2017 წლის მოდელს ეფუძნება და დასაბეგრი ბაზის შემცირებას ითვალისწინებს.

თბილისი, 23 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი და საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოადგილე მასატაკა ობატა „შემოსავლების ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის და გადასახადების თავიდან არიდების აღკვეთის შესახებ“ კონვენციის განახლების თაობაზე შეთანხმდნენ, ნათქვამია საქართველოს ფინანსთან სამინისტროს განცხადებაში.

კონვენცია 1986 წელს იაპონიასა და საბჭოთა კავშირს შორის დადებულ შეთანხმებას შეცვლის და ქვეყნებს შორის შემოსავლების ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების ახალი დოკუმენტი გახდება.

„ახალი შეთანხმება ხელს შეუწყობს საქართველოსა და იაპონიას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებასა და ინვესტიციების მოზიდვას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ახალი კონვენცია ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) 2017 წლის მოდელს ეფუძნება და დასაბეგრი ბაზის შემცირებისა და მოგების გადატანის პროექტით დადგენილ სტანდარტებს ითვალისწინებს.

საქართველოს ამჟამად ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შეთანხმება 56 ქვეყანასთან აქვს გაფორმებული.

საქართველომ და იაპონიამ დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წელს დაამყარეს. ურთიერთობები ქვეყნებს შორის დინამიკურად ვითარდება როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. მხარეები აქტიურად თანამშრომლობენ პოლიტიკურ, სავაჭრო–ეკონომიკურ, საინვესტიციო, ინფრასტრუქტურულ და აგრარულ სფეროებში.

სავაჭრო ბრუნვა საქართველოსა და იაპონიას შორის 2019 წელს 269,6 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა, 2018 წელს – 255 მლნ დოლარს.

გარდა ამისა, საქართველო იაპონიასთან ეფექტურად თანამშრომლობს ჯანდაცვის, ახალი ტექნოლოგიების დანერგვის, კულტურის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ტურიზმის სფეროებში.

თემები:
საქართველოს საგარეო პოლიტიკა (269)

მთავარი თემები