06:33 05 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0304
  • 100 RUB4.4551
  • USD3.3115
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (2646)
274 0 0

ბიზნესმენები მოუწოდებენ მთავრობას გააგრძელოს როგორც მოსახლეობის, ისე ბიზნესის დახმარების პროგრამები, რომელთა ვადა 1 ნოემბერს იწურება

თბილისი, 20 ოქტომბერი – Sputnik. მოსახლეობისთვის ყოველთვიურად 200-ლარიანი კომპენსაციების გაცემა, შესაძლოა, გაგრძელდეს, განაცხადა Wissol Group-ის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.

მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას შეხვედრა ქვეყნის მსხვილ ბიზნესმენებთან.

„200-ლარიან დახმარებასთან დაკავშირებით, თუ სწორად მახსოვს, პრემიერმა ახსენა, რომ ეს გაგრძელდება და მეტი კონკრეტიკა არ ყოფილა, თუმცაღა ხელისუფლება, ჩვენ როგორც გავიგეთ, აპირებს არა მარტო ამ დახმარების გაგრძელებას, არამედ იქნება ღონისძიებათა ახალი პაკეტი“, - განაცხადა ფხაკაძემ ბრიფინგზე ბიზნესმენების პრემიერთან შეხვედრის შემდეგ.

საქართველოში მოქალაქეებს, რომლებმაც კორონავირუსის გამო სამსახური ან ბიზნესი დაკარგეს, საერთო ჯამში 180 მილიონი ლარის სახელმწიფო კომპენსაცია გადაუხადეს.

ფხაკაძის თქმით, პრემიერთან შეხვედრაზე წამოიწია ორი საკითხი: ტურიზმის სფეროში მოღვაწე ფირმებისთვის გადავადებული საშემოსავლო გადასახადის ჩამოწერა, და მეორე - ექვსი თვით შეღავათების გაგრძელება საშემოსავლო გადასახადზე, რომელსაც კომპანიები არ იხდიდნენ იმ შემთხვევაში, თუ დასაქმებულის ხელფასი იყო 1500 ლარამდე.

საქართველოს ხელისუფლებამ ტურიზმს დახმარება პანდემიის პირველი დღეებიდან გაუწია. ტურიზმთან დაკავშირებულ 6 ათასზე მეტ კომპანიას ოთხი თვით გადაუვადეს ქონების გადასახადი და საშემოსავლო გადასახადი. გარდა ამისა, 50 ნომრამდე ტევადობის 2,2 ათასმა სასტუმრომ 6 თვის ვადით საბანკო კრედიტის 80%-იანი სუბსიდირება მიიღო. ასევე კომპანიებმა კრედიტების რესტრუქტურიზაციის შესაძლებლობა მიიღეს.

„გულახდილად გეტყვით, ჩვენ მაქსიმალურად შევეცადეთ, რომ ყველა სამუშაო ადგილი შეგვენარჩუნებინა. თუმცაღა იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც უხელფასო შვებულებაში იყვნენ ადამიანები, ეს განსაკუთრებით აპრილი-მაისის თვეებში. სწორედ საგადასახადო შეღავათები, საშემოსავლო გადასახადის კუთხით, მაქსიმალურად დაგვეხმარა, რომ შეგვენარჩუნებინა ძალიან დიდი რაოდენობა, 98% ჩვენი თანამშრომლების. ეს ვადები, როგორც გითხარით, უკვე იწურება ამ თვის ბოლოს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შევინარჩუნოთ ადამიანები სხვადასხვა კომპანიაში“, – განაცხადა ფხაკაძემ.

თავის მხრივ, ბიზნესმენებთან შეხვედრაზე პრემიერმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში არ იგეგმება სისტემური ჩაკეტვები, რაც ეკონომიკაზე პირდაპირ ზეგავლენას მოახდენდა.

გახარიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩაკეტვა სამუშაო ადგილების დაკარგვას, ეკონომიკური აქტივობის შემცირებას და ბევრს სხვა ნეგატიურ შედეგს გამოიწვევს.

„პირველი ტალღა, როგორც ეპიდემიოლოგიურად, ასევე ეკონომიკურად, სხვებთან შედარებით, ნორმალურად გამოვიარეთ. მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებში, ამ ეტაპზე, შედარებით ნორმალურად ვართ. რესურსი, რომელიც იქნება მომავალი წლის ეკონომიკური სტიმულირებისთვის, იქნება საკმაოდ შეზღუდული და ერთად უნდა გადავწყვიტოთ, სად მივმართავთ ამ რესურსს, როგორც დახმარების, ისე განვითარების თვალსაზრისით“, – აღნიშნა გახარიამ.

საქართველოში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია სექტემბრიდან გაუარესდა. ქვეყანაში პანდემიის შედეგად ეკონომიკის უკვე დაზარალდა თითქმის ყველა სფერო, მათ შორის ვაჭრობა. მთავრობა აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ აღარ შეიქმნას მკაცრი შეზღუდვების დაწესების საჭიროება, რასაც ქვეყნის ეკონომიკა ვეღარ გაუძლებს. ამ ეტაპზე  წერტილოვანი შეზღუდვები წესდება ცალკეულ დასახლებულ პუნქტებში, სადაც სიტუაცია ყველაზე მეტად საგანგაშოა.

თემები:
COVID-19 საქართველოში (2646)

მთავარი თემები