15:21 28 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8094
  • 100 RUB4.2136
  • USD3.2242
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს ეკონომიკა (792)
78 0 0

საპროცენტო განაკვეთის ფორმირებაში მონაწილეობს ბევრი ისეთი ფაქტორი, როგორიცაა რეგიონების რისკი, პოლიტიკური სტაბილურობა, სტაბილური ეკონომიკური ზრდა, დაბალი და სტაბილური ინფლაცია

თბილისი, 17 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოში კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთის მკვეთრი შემცირება ევროპული ქვეყნების საპროცენტო განაკვეთის დონეზე შეუძლებელია, განაცხადა ეროვნული ბანკის ხელმძღვანელმა კობა გვენეტაძემ.

მაღალი საპროცენტო განაკვეთი კრედიტებზე დღემდე წარმოადგენს საზოგადოებისა და ოპოზიციური პარტიების ძირითად პრეტენზიას საბანკო სექტორის მიმართ. 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ ბევრი პარტია საპროცენტო განაკვეთის შემცირებას პირდება.

„საპროცენტო განაკვეთის ფორმირებაში ბევრი ფაქტორი მონაწილეობს, როგორებიცაა, რეგიონის რისკი, პოლიტიკური სტაბილურობა, სტაბილური ეკონომიკური ზრდა, დაბალი და სტაბილური ინფლაცია და სხვა. შესაბამისად, საპროცენტო განაკვეთების მყისიერად შემცირება ევროპული საპროცენტო განაკვეთის დონეზე შეუძლებელია და უხეში და ყოვლად დაუშვებელი ჩარევის გარეშე, გამორიცხული“, - დაწერა გვენეტაძემ თავის Facebook-გვერდზე.

მან აღნიშნა, რომ საპროცენტო განაკვეთის შემცირება - გრძელვადიანი პროცესია.

„აღსანიშნავია, რომ საქართველოში საპროცენტო განაკვეთები რეგიონში ყველაზე დაბალია. ამავე დროს, გრძელვადიან პერიოდს თუ შევხედავთ, მათ შემცირების ტენდენცია აქვთ და ეს პროცესი გაგრძელდება“, - განაცხადა გვენეტაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ საპროცენტო განაკვეთის ფორმირებაზე მოქმედებს ასევე რეფინანსირების განაკვეთი, რომელსაც ეროვნული ბანკი ინფლაციის პროგნოზის გათვალისწინებით ადგენს.

ვინ და როგორ ადგენს ლარის კურსს?.. რა ხდება სავალუტო ბაზარზე?.. >>

ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის შერბილება მიმდინარე წლის აპრილიდან დაიწყო, რასაც გამკაცრების ხანგრძლივი პერიოდი უძღოდა. გამკაცრება დაიწყო 2019 წლის სექტემბრიდან, ინფლაციური წნეხის შესამცირებლად, რომელიც გაცვლითი კურსის კლებით იყო გამოწვეული. რეფინანსირების განაკვეთი სექტემბერ-დეკემბერში 6,5%-დან 9%-მდე გაიზარდა. ამჟამად ის უკვე 8%-მდეა შემცირებული. რეფინანსირების განაკვეთის მორიგი გადახედვა 28 ოქტომბრისთვის არის დაგეგმილი.

თემები:
საქართველოს ეკონომიკა (792)

მთავარი თემები