ინფლაციის დონე საქართველოში შემცირებას განაგრძობს: სტატისტიკის ახალი მონაცემები

© Sputnik / Seyran Baroyanადამიანები პირბადეების ბაზრობაზე
ადამიანები პირბადეების ბაზრობაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამთვიანი შემცირების შემდეგ სექტემბერში საქართველოში ფასების ზრდა დაიწყო, მაგრამ წლიური ინფლაციის შემცირების ტენდენცია გაგრძელდა

თბილისი, 2 ოქტომბერი - Sputnik. წლიურმა ინფლაციამ საქართველოში 3,8% შეადგინა, 3%-იანი მიზნობრივი მაჩვენებლის პირობებში, იუწყება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური („საქსტატი“).

სექტემბერში, აგვისტოსთან შედარებით, ინფლაციის დონემ 0,7% შეადგინა. მანამდე, სამი თვის განმავლობაში, საქართველოში ფასები მცირდებოდა - ივნისში თვიური დეფლაცია 1,4% იყო, ივლისში - 0,5%, აგვისტოში - 0,02%.

საქართველო მსოფლიო ბანკის კვლევაში რამდენიმე მიმართულებით დაწინაურდა>>

„საქსტატის“ მონაცემებით, სექტემბერში ყველაზე მეტად ფასები განათლების სფეროში შემცირდა - 1,2%-ით, დასვენებისა და გართობის სფეროში - 0,2%-ით და კავშირგაბმულობაში - 0,1%-ით. ამავე დროს, გაძვირდა ტანსაცმელი და ფეხსაცმელი - 2,4%-ით, კვების პროდუქტები და უალკოჰოლო სასმელები - 0,5%-ით, ასევე ტრანსპორტი - 1,9%-ით და ჯანდაცვა - 1,8%-ით.

როგორ იცვლებოდა ინფლაცია წლის დასაწყისიდან

2019 წელს წლიურმა ინფლაციამ 7% შეადგინა. მის შესაკავებლად ეროვნულმა ბანკმა 2019 წლის სექტემბრიდან მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება დაიწყო. რეფინანსირების განაკვეთი ამ პერიოდში 6,5%-იდან 9%-მდე გაიზარდა, ბოლოს მან 2019 წლის დეკემბერში მოიმატა.

ბენზინგასამართი სადგური - Sputnik საქართველო
ბიზნეს-ასოციაცია: ლარის გამყარების დინამიკა საწვავზე ფასის შენარჩუნების საშუალებას იძლევა

წლის დასაწყისიდან ინფლაციის წლიურმა დონემ კლება დაიწყო - იანვარსა და თებერვალში მან 6,4% შეადგინა, მარტში - 6,1%. საქართველოში კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით ქვეყნის ხელისუფლებამ 21 მარტს კარანტინი და კომენდანტის საათი დააწესა. ეკონომიკური აქტივობის წასახალისებლად ეროვნულმა ბანკმა აპრილიდან სამ ეტაპად, 8%-მდე შეამცირა მონეტარული პოლიტიკის ძირითადი განაკვეთი.

ამის მიუხედავად, სექტემბერში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სურსათის ფასმა 6,3%-ით მოიმატა: ხილი გაძვირდა 8,2%-ით, რძე, ყველი და კვერცხი - 6,1%-ით, ხორცი - 5,7%-ით, პურპროდუქტები - 8,7%-ით. კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, გაიზარდა ჯანდაცვის მომსახურების ფასებიც 7,5%-ით.

ყველა ახალი ამბავი
0