„სავალდებულო“ დაპირებები: ექსპერტები ქართველი პოლიტიკოსების წინასაარჩევნო გეგმებზე

© Sputnik / Alex Shlamovპრესკონფერენცია „პარტიების პოლიტიკური პროგრამები საქართველოში - როგორ გადავარჩინოთ ეკონომიკა?“
პრესკონფერენცია „პარტიების პოლიტიკური პროგრამები საქართველოში - როგორ გადავარჩინოთ ეკონომიკა?“ - Sputnik საქართველო
გამოწერა
კორონავირუსთან და ეკონომიკურ კრიზისთან ბრძოლა საქართველოში პარტიების ყველა დაპირებისა და მათი წინასაარჩევნო პროგრამების ძირითად ლაიტმოტივად იქცა - ექსპერტებმა ეს დაპირებები შეაფასეს

თბილისი, 16 ოქტომბერი - Sputnik. პოლიტიკური პარტიების დაპირებები ქვეყანაში ეკონომიკური სიტუაციის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით უფრო წინასაარჩევნო პროცესის განუყოფელი ნაწილია, ვიდრე რეალური სამოქმედო გეგმა - ასეთი დასკვნა გამოიტანეს ეკონომიკის ექსპერტებმა Sputnik-საქართველოს მულტიმედიურ პრესცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე.

რა აღელვებს ქართველ ხალხს და ვისი სჯერა არჩევნების წინ - გამოკითხვა>>

დისკუსიაში თემაზე - „პარტიების პოლიტიკური პროგრამები საქართველოში - როგორ გადავარჩინოთ ეკონომიკა?“ - მონაწილეობა მიიღეს პროფესორებმა და ეკონომიკის ექსპერტებმა იოსებ არჩვაძემ და დემურ გიორხელიძემ.

გიორგი ვაშაძე - Sputnik საქართველო
როგორ განვითარდება საქართველო: „სტრატეგია აღმაშენებლის“ ხედვა და ვაშაძის დაპირებები

„წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართულ პარტიებს შორის შეჯიბრი სიმწრის ღიმილს იწვევს. დაპირებებს, რომლებიც პარტიების მხრიდან ისე მოედინება, როგორც რძე სიუხვის რქიდან, სრულიად არანაირი საფუძველი არ გააჩნია. პენსიის რამდენჯერმე გაზრდა, მოქალაქეთა კეთილდღეობის გაზრდა, სოციალური უზრუნველყოფის გაუმჯობესება - ამ ყველაფრის მოსმენა ძალიან სასიამოვნოა. მაგრამ არცერთ ამ დაპირებას ობიექტური საფუძველი არ გააჩნია“, - განაცხადა არჩვაძემ პრესკონფერენციაზე.

რას გვპირდება სააკაშვილის პარტია არჩევნების შემდეგ? მოკლედ და გასაგებად>>

კოლეგას გიორხელიძეც დაეთანხმა და აღნიშნა, რომ წინასაარჩევნო დაპირებებმა თითქოს სავალდებულო ხასიათი შეიძინა და მას არაფერი აქვს საერთო რეალურ სამოქმედო გეგმასთან.

„ამ პროგრამებს აღვიქვამ, როგორც ვალდებულებას წინასაარჩევნო პროცესის ფარგლებში. რეალურ ქმედებასთან მათ არანაირი კავშირი არა აქვთ. ეს არაა პროგრამები, რომლებსაც პოლიტიკოსები რეალურად შეასრულებენ. შეუძლებელია იმის ხორცშესხმა, რასაც ისინი ამბობენ. პრაქტიკაში ამის რეალიზება არ შეიძლება, რადგან საამისო შესაძლებლობა არ არსებობს“, - განაცხადა გიორხელიძემ.

პროფესორმა არჩვაძემ ხაზი გაუსვა, რომ ქვეყნის ეკონომიკა, მათ შორის, ეროვნული ვალუტის კურსი, საგარეო ფაქტორებზეა დამოკიდებული.

„ევროპული საქართველოს ბანერი - Sputnik საქართველო
„ევროპული საქართველოს“ ძირითადი წინასაარჩევნო დაპირებები

 „საგარეო სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებელი „მშპ-ს მიმართ - ბოლო მონაცემებით, დაახლოებით 55%-ია. განვითარებულ ქვეყნებში კი ის 15-20%-ის დონეზეა. ეკონომიკა, ეროვნული ვალუტა, ძირითადად, გარეშე ფაქტორებზე რეაგირებს“, - განაცხადა არჩვაძემ.

ამ „გარეშე ფაქტორებზე“ საუბრისას ექსპერტები შეთანხმდნენ, რომ ეკონომიკაზე ძლიერ იმოქმედა ლოქდაუნმა, რომელიც კორონავირუსის პანდემიამ გამოიწვია. კერძოდ, როგორც გიორხელიძემ აღნიშნა, საქართველომ დიდი ფინანსური დანაკარგი განიცადა იმის გამო, რომ თავის დროზე ტურისტულ სექტორზე მეტისმეტად დიდი იმედები დაამყარა.

ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
რას გვპირდება „ქართული ოცნება“ არჩევნების შემდგომ: მოკლედ და კონკრეტულად

 „ადამიანებმა დაიჯერეს, რომ ტურიზმი მომგებიანი საქმეა. მათ დააგროვეს ვალები, მთელი ქონება სასტუმროებისა და რესტორნების გახსნაში დააბანდეს, ისინი ტურისტების ნაკადს ელოდებიან და რა მოხდა? ნაკადი შეწყდა, სულ მცირე, რამდენიმე წლით! არავითარი ტურიზმი არც 2021 და არც 2022 წელს არ იქნება. ეს გამორიცხულია“, - განაცხადა გიორხელიძემ და თავისი მოსაზრება იმით დაასაბუთა, რომ ადამიანებმა მთელ მსოფლიოში ისე იზარალეს, რომ ვეღარ იმოგზაურებენ ისე ხშირად, როგორც ეს პანდემიამდე იყო.

ექსპერტმა აღნიშნა ასევე, რომ ერთადერთი გამოსავალი ამ ვითარებაში არის შიდა ტურიზმი, მაგრამ, გიორხელიძის აზრით, არც ეს არის „საუკეთესო იდეა“.

ახალი ხედვა პოლიტიკაზე: რას გვთავაზობს ბურჯანაძის პარტია>>

„რა მივიღეთ შიდა ტურიზმიდან? ეპიდემიის ზრდა! ადამიანები გაემგზავრნენ იაფ კურორტებზე ბათუმში, დაინფიცირდნენ და ქვეყანაში მეორე ტალღა გაჩნდა“, - განაცხადა პროფესორმა.

ყველა ახალი ამბავი
0