რას გვპირდება „ქართული ოცნება“ არჩევნების შემდგომ: მოკლედ და კონკრეტულად

© Government of Georgiaბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პენსიების გაზრდა, ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესება, სოფლის მეურნეობის განვითარება - „ქართულმა ოცნებამ“ გეგმებზე ისაუბრა

თბილისი, 6 ოქტომბერი - Sputnik. მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ წარმოადგინა თავისი მომავალი ოთხწლიანი მმართველობის პროგრამა, რომელშიც ძირითადი რეფორმების გაგრძელებაა ასახული.

ვახტანგ კიკაბიძე ბლოკის „ძალა ერთობაშია“ სიის სათავეშია >>

პროგრამის დიდი ნაწილი ფოკუსირებულია ბიზნესის განვითარებაზე სამუშაო ადგილების შესაქმნელად, სოციალურ დახმარებაზე, ჯანდაცვასა და განათლებაზე.

ბურჯანაძე: სააკაშვილს ჩემი მხარდაჭერა არ ექნება >>

Sputnik-საქართველო გთავაზობთ „ქართული ოცნების“ პროგრამის ძირითად თეზისებს სხვადასხვა სფეროების მიხედვით.

ჯანდაცვა და სოციალური სფერო

  • მინიმალური პენსიის გაზრდა 300 ლარამდე;
  • პირველადი ჯანდაცვის რეფორმა ადრეულ ეტაპზე დაავადებების გამოვლენის მიზნით;
  • ონკოლოგიურ დაავადებათა დიაგნოსტიკის გაუმჯობესება და მათი მკურნალობა;
  • ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანების მედიკამენტებით უზრუნველყოფა;
  • დროებით გადაადგილებული 13 ათასი ოჯახის საცხოვრებლის უზრუნველყოფა.

განათლება

  • ზოგადი და პროფესიული განათლების დაფინანსების გაზრდა;
  • მასწავლებლების, საბავშვო ბაღების აღმზრდელების და ძიძების ხელფასების გაზრდა;
  • უმაღლესი განათლების დაფინანსების გაზრდა და დაფინანსების ახალი მოდელის შექმნა;
  • საგრანტო კონკურსების დაფინანსების გაზრდა;
  • საქართველოს გარდაქმნა საგანმანათლებლო ცენტრად.

სოფლის მეურნეობა

  • სახელმწიფო 1 მილიარდი ლარის ინვესტიციას განახორციელებს სოფლის მეურნეობის განვითარებაში.
  • გაგრძელდება მრავალწლიანი კულტურების განვითარება;
  • 20 ჰექტარი მიწის დაშრობა სასათბურე მეურნეობებისა და მეცხოველეობის განვითარების მიზნით;
  • გასაღების ახალი ბაზრების ათვისება.

რეგიონები

  • რეგიონების დეცენტრალიზაცია და დაფინანსება მშპ-ს 7% -მდე;
  • აღმოსავლეთ-დასავლეთის საავტომობილო ტრასის მშენებლობის დასრულება;
  • ახალი ჩქაროსნული გზების მშენებლობა ახალი ტურისტული მარშრუტების შესაქმნელად;
  • 1.5 ათასი კილომეტრის გზის შეკეთება;
  • 400 დასახლებული პუნქტის გაზიფიკაცია;
  • სოფლების ინტერნეტიზაცია;
  • მთიანი რეგიონების განვითარება.

ბიზნესი და ეკონომიკა

  • ახალი ელექტროსადგურების მშენებლობა;
  • მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსების ზრდა;
  • ინოვაციური პროექტების დაფინანსების გაზრდა და ციფრული ტექნოლოგიების დანერგვა;
  • მინიმუმ 200 ათასი სამუშაო ადგილის შექმნა;
  • საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება ფოთში;
  • დაბალი გადასახადები;
  • ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების მოთხოვნების 85%-ის შესრულება;
  • ტურისტული სფეროს განვითარება.

დემოკრატია

პარლამენტის, როგორც საკონტროლო ორგანოს როლის გაზრდა;

საჯარო სერვისების ხარისხის გაუმჯობესება;

ეთნიკური უმცირესობებისთვის სახელმწიფო ენის შესწავლის უზრუნველყოფა;

პოლიციის სისტემის რეფორმა;

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ახალი კოდექსი;

სასჯელაღსრულების სისტემის გაუმჯობესება;

საოჯახო ტიპის ციხეების შექმნა;

საოჯახო ტიპის პენიტენციური დაწესებულებების შექმნა;

მოხელეთა ხელფასების სისტემის დახვეწა.

ყველა ახალი ამბავი
0