აზიის განვითარების ბანკმა საქართველოსთვის 150 მილიონი დოლარის კრედიტი დაამტკიცა

© AP Photo / Kin Cheungგამვლელი ჰონკონგის ბიზნეს რაიონში
გამვლელი ჰონკონგის ბიზნეს რაიონში - Sputnik საქართველო
გამოწერა
კრედიტი მთავრობას დაეხმარება ქალაქებსა და სოფლებში წყალმომარაგებისა და სანიტარიის სფეროში ერთიანი პოლიტიკის შემუშავებაში, ასევე სამართლებრივი, ნორმატიული და ინსტიტუციური გარემოს შექმნაში, რაც ახალი ინვესტიციების მოზიდვისთვის ხელსაყრელ პირობებს შექმნის.

თბილისი, 1 ოქტომბერი – Sputnik. აზიის განვითარების ბანკმა (ADB) საქართველოსთვის 150 მლნ აშშ დოლარის ოდენობის კრედიტი დაამტკიცა, რაც ქვეყანაში წყალმომარაგებისა და წყალანირების მომსახურების გაუმჯობესებას, ასევე მთავრობას სექტორის განვითარებისთვის კომპლექსური მიდგომის შემუშავებაში დაეხმარება, ნათქვამია ADB-ს განცხადებაში.

წყალმომარაგებისა და წყალანირების სექტორის სტაბილური განვითარების პროგრამის ფარგლებში ADB გამოყოფს 130 მლნ დოლარის პოლიტიკურ კრედიტს და 20 მლნ დოლარის ოდენობის საპროექტო კრედიტს.

საქართველოს ხუთი ქალაქის მოსახლეობას ხარისხიანი წყალმომარაგებით უზრუნველყოფენ>>

„ამჟამად საქართველოს წყალმომარაგებისა და წყალარინების მართვა და ოპერაციები არაეფექტურია. ეს აფერხებს სექტორის სტაბილურობას და ხელს უშლის წყალმომარაგებისა და წყალარინების გამართული სერვისების თანაბრად მიწოდებას ქალაქებსა და სოფლებში. ამ პროგრამის მიზანია საქართველოს დაეხმაროს სექტორის მართვისა და ეფექტურობის გაუმჯობესებაში და ამით კიდევ უფრო მეტი ოჯახისა და ბიზნესისთვის გახადოს ეს სერვისები ხელმისაწვდომი“, – განაცხადა ADB-ს ურბანული განვითარების მთავარმა სპეციალისტმა ჰეიონგ ჰონგმა.

საქართველოში წყალმომარაგება დღეში 4-დან 24 საათამდე მერყეობს, რაც კორონავირუსის პანდემიის პირობებში ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვან რისკს წარმოადგენს. ქალაქების მოსახლეობის დაახლოებით 92%-ს და სოფლად მცხოვრები მოსახლეობის 64%-ს წყალი ონკანით მიეწოდება; ქალაქის მოსახლეობის 84%-სა და სოფლად მცხოვრებთა 20%-ს მიუწვდება ხელი კანალიზაციაზე; და მთელი მოსახლეობის მხოლოდ 36% სარგებლობს წყალარინების გამწმენდი სისტემით.

ელექტროგადამცემი ხაზი - Sputnik საქართველო
ენერგო- და წყალმომარაგების ოპერატორების წილების გაყიდვას სახელმწიფო გააკონტროლებს

კრედიტი მთავრობას დაეხმარება, რომ განავითაროს ერთიანი წყალმომარაგებისა და წყალარინების პოლიტიკა, რომელიც თანაბრად დაფარავს ქალაქებსა და სოფლებს. სესხი ასევე დაეხმარება სამართლებრივი, მარეგულირებელი და ინსტიტუციური გარემოს გაუმჯობესებას, რაც ახალი ინვესტიციების მოზიდვისა და კერძო სექტორის ჩართულობისთვის ხელსაყრელ პირობებს შექმნის. ეს გააძლიერებს ადგილობრივი მმართველობებისა და სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფი საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის (United Water Supply Company of Georgia  – UWSCG) შესაძლებლობებს ქალაქებსა და სოფლებში არსებული საჭიროებების სათანადო შესრულებისთვის.

პროექტისთვის გამოყოფილი კრედიტი განკუთვნილია UWSCG-ს სიმძლავრეებისა და აღჭურვილობის ტექნიკური მომსახურებისთვის. ეს ასევე დაეხმარება მთელ ქვეყანაში წყალმომარაგებისა და წყალანირების სისტემის მომზადებას. თელავში, რეგიონულ ცენტრში, სადაც წყალი დღის განმავლობაში დაახლოებით 4 საათით მიეწოდება, წყლის სისტემების რეაბილიტაცია და ახალი რეზერვუარებისა და ჭაბურღილების მოწყობა საბოლოო ჯამში 24-საათიან წყალმომარაგებას უზრუნველყოფს. ასევე გაიზრდება წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელში ჩართული საცხოვრებელი სახლების რაოდენობა, ხოლო გამრიცხველიანება არსებული 40%-დან 100%-მდე გაიზრდება.

საქართველოს ქალაქური გარემოს გასაუმჯობესებლად თანხა გამოუყვეს>>

ADB ასევე განახორციელებს 250 000 აშშ დოლარის ოდენობის ტექნიკურ დახმარებას, რომელიც საქართველოს ცალკეულ ქალაქებში ქონების მართვის სისტემას წყალმომარაგების მაღალი ტექნოლოგიებით უზრუნველყოფს. აღნიშნული თანხიდან 225 000 აშშ დოლარი ADB-ს მაღალი ტექნოლოგიების ფონდიდან გრანტის სახით დაფინანსდება, დანარჩენ 25 000 აშშ დოლარს მთავრობა გაიღებს.

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
წყალმომარაგების პრობლემა მთის კურორტებზე: გახარიამ საგანგებო შეხვედრა გამართა

ADB საქართველოს წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის გაუმჯობესებაში 2011 წლიდან ეხმარება, მას შემდეგ, რაც UWSCG-ს 500 მილიონ დოლარამდე მულტიტრანშული სესხი გამოუყო. ამან გაზარდა წყალმომარაგებისა და წყალარინების სერვისებზე წვდომა ქვეყნის 12 ქალაქში მცხოვრები 300 ათასზე მეტი ადამიანისთვის.

მიმდინარე წლის ივლისში ADB-მ Georgia Global Utilities-ის (GGU) მიერ პირველად გამოშვებულ მწვანე ობლიგაციებში 40 მილიონი დოლარის ინვესტირების შესახებ განაცხადა, რომლის ამონაგები თანხა მოხმარდება წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების გაუმჯობესებას თბილისსა და ახლომდებარე მუნიციპალიტეტებში და მოახდენს განახლებადი ენერგიისა და წყლის ოპერირების ვალის რეფინანსირებას. GGU-ს შვილობილი კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (Georgian Water and Power LLC – GWP) საქართველოში ყველაზე დიდი კერძო კომუნალური მომსახურების კომპანიაა, რომელიც დაახლოებით 1.4 მილიონ მომხმარებელს ემსახურება, ნათქვამია განცხადებაში.

აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს 100 მლნ დოლარი გამოუყო>>

ADB-ს მიზანია ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, სტაბილურ განვითარებას. ამავდროულად ის კვლავაც აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა.

ADB საქართველოს 2007 წლიდან ეხმარება და ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მრავალმხრივი პარტიორია. საქართველოსთვის გამოყოფილი ვალის საერთო რაოდენობა 2,8 მილიარდ დოლარს შეადგენს.

ყველა ახალი ამბავი
0