08:52 22 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8050
  • 100 RUB4.2349
  • USD3.2295
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (1759)
63 0 0

რეგიონში ეპიდემიური ვითარების გაუარესებასთან დაკავშირებით შრომის ინსპექცია ობიექტებს თვალს ყოველდღიურად ადევნებს. ჯერჯერობით ჯანდაცვის რეკომენდაციების დამრღვევი ბევრია.

თბილისი, 14 სექტემბერი – Sputnik. აჭარაში ობიექტების მიერ კორონავირუსის პრევენციის კუთხით რეკომენდაციების შესრულების შემოწმების დროს 600 ბიზნეს-სუბიექტი სიტყვიერად გააფრთხილეს, ხოლო 15 – დააჯარიმეს, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ბექა ფერაძემ.

აჭარაში 20-ზე მეტი პაციენტის ინფიცირების წყაროს ვერ ადგენენ>>

მისი თქმით, ინსპექციის სამსახურმა ასევე რამდენიმე დაწესებულება გააფრთხილა სარიტუალო ღონისძიებების ჩატარებასთან დაკავშირებით.

„შევამოწმეთ როგორც კვების, ასევე სპორტულ-გამაჯანსაღებელი ობიექტები, სავაჭრო მოლები და ქსელური მარკეტები. დაფიქსირდა ხარვეზები, სადაც საჯარიმო სანქციები გამოვიყენეთ, მათ შორის ქსელური მარკეტების მიმართ და ასევე დაფიქსირდა რამდენიმე სოციალური ღონისძიებაც, რის გამოც შვიდჯერ მოხდა სანქციის გამოყენება. ვგულისხმობ სარიტუალო ღონისძიებებს, ქორწილებს, ქელეხებს, იუბილეებს. ასევე განხორციელდა მუნიციპალური სატრანსპორტო საშუალებების გადამოწმება. ჯამში 300-მდე სატრანსპორტო საშუალება შეჩერდა და გაიცა გაფრთხილებები როგორც მოქალაქეების, ასევე მძღოლის მიმართ“, – განაცხადა ფერაძემ.

გუშინ კორონაირუსის გამოვლენილი 152 ახალი შემთხვევიდან 90 აჭარაში დაფიქსირდა.

ბათუმში მოსახლეობის ფართომასშტაბიანი PCR–ტესტირება სამ კარავსა და ხუთ პოლიკლინიკაში მიმდინარეობს.

შრომის ინსპექციამ ბათუმში სხვადასხვა ობიექტი შეამოწმა და დააჯარიმა>>

საქართველოს ხელისუფლებამ, ეპიდემიური ვითარების გაუარესებასთან დაკავშირებით, 9 სექტემბერს ქვეყანაში რიგი შეზღუდვების დაწესების გადაწყვეტილება მიიღო. კერძოდ, აიკრძალა კულტურული და სპორტული ღონისძიებების ჩატარება 200-ზე მეტი ადამიანის მონაწილეობით, სარიტუალო ღონისძიებების – ქორწილების, ქელეხების, იუბილეების, დღესასწაულების გამართვა, დაიკეტა ღამის კლუბები.

თემები:
COVID-19 საქართველოში (1759)

მთავარი თემები