აჭარაში 20-ზე მეტი პაციენტის ინფიცირების წყაროს ვერ ადგენენ

© Sputnik / Alexander Imedashviliტესტირება ბათუმში
ტესტირება ბათუმში - Sputnik საქართველო
გამოწერა
რეგიონში COVID-19-ით ინფიცირების კერებად იქცა ქორწილები, სამედიცინო დაწესებულებები და ბაზრები. ეპიდემიოლოგები ინფიცირების უცნობ წყაროებს ეძებენ

თბილისი, 12 სექტემბერი – Sputnik. აჭარაში გამოვლენილი კორონავირუსის 80 შემთხვევიდან ინფიცირების წყარო 22 შემთხვევაში უცნობია, ამის შესახებ განაცხადა აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა რუსუდან შავიშვილმა.

მარინა ეზუგბაია - Sputnik საქართველო
ეზუგბაია: „სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ დაავადების გავრცელების შეჩერებას ვახერხებთ“

„გასული დღე-ღამის განმავლობაში აჭარაში 80 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა და რამდენიმე ნიმუში კვლევის ფაზაშია. 20-ზე მეტი შემთხვევა რიტუალურ პროცესებთან არის დაკავშირებული ანუ საქორწილო დარბაზებში ყოფნის ფაქტს უკავშირდება. დაახლოებით 22 კი უცნობია, 7- სამედიცინო დაწესებულებებთან დაკავშირებული შემთხვევაა, 3 ხოფას ბაზრობის კლასტერს მიეკუთვნება“, - განაცხადა შავიშვილმა.

ამასთან დღეს ცნობილი გახდა, რომ ინფიცირებულებს შორის ერთ-ერთია ავტონომიის მთავრობის აპარატის თანამშრომელი.

„მასთან კონტაქტში მყოფი პირები თვითიზოლაციაში არიან, თვითონ ჰოსპიტალიზაციაშია“, - აღნიშნა შავიშვილმა.

ასევე მან განმარტა, რომ, მისი მონაცემებით, რეგიონში ინფიცირების ახალი კერები არ დაფიქსირებულა.

კახეთში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დადასტურდა >>

დღეს ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რეკორდული რიცხვი გამოვლინდა - 158. ამ დროისათვის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 2075-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 1363 ადამიანი. გარდაცვლილია – 19, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 390 პაციენტია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0