17:35 20 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8057
  • 100 RUB4.2817
  • USD3.2140
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (1749)
231 0 0

საქართველოში ამ დროისათვის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 2075-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 1363 ადამიანი.

თბილისი, 12 სექტემბერი - Sputnik. კახეთში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა ნელი ხიზანიშვილმა.

მანამდე კორონავირუსი დაუდგინდა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში მცხოვრებ ქალს. დღეს ერთ-ერთი დადასტურებული შემთხვევა კი ამ ქალის კონტაქტია. სპეციალისტები ახლა მის კონტაქტებს სწავლობენ. ამ მიზნით სოფელში ეპიდემიოლოგთა ჯგუფი უკვე მეორე დღეა მუშაობს.

რაც შეეხება მეორე ინფიცირებულს, კორონავირუსი ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში მცხოვრებ მამაკაცს დაუდასტურდა. გავრცელებული ინფორმაციით, ის გორში ქორწილში იმყოფებოდა და სოფელში ჩასვლის შემდეგ ვირუსი დაუდგინდა. მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ამასთან, სპეციალისტების შეფასებით, ვირუსი არის შემოტანილი და არ განიხილება კახეთის შემთხვევად.

დღეს ცნობილი გახდა, რომ გორში ქორწილში მყოფ სამ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა. მათგან არცერთი მათგანი არ არის გორის მუნიციპალიტეტის მცხოვრები. ამ ეტაპზე ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს მათთან კონტაქტში მყოფ პირთა დადგენა და ეპიდკვლევები.

საქართველოში ბოლო პერიოდში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ მკვეთრად იმატა. დღეს 158  ახალი შემთხვევა გამოვლინდა – ასეთი მაღალი მაჩვენებელი აქამდე არ ყოფილა.

საქართველოში ამ დროისათვის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 2075-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 1363 ადამიანი. გარდაცვლილია – 19, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 390 პაციენტია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

თემები:
COVID-19 საქართველოში (1749)

მთავარი თემები