23:14 19 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8057
  • 100 RUB4.2817
  • USD3.2140
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს სოფლის მეურნეობა (135)
6910

სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, ქართული ხილის ძირითადი იმპორტიორი ქვეყნებია რუსეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი

თბილისი, 5 სექტემბერი - Sputnik. 3 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოდან ექსპორტირებულია 24 240 ტონა ატამი და ვაშლატამა, რაც 11 208 ტონით მეტია, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში, ნათქვამია გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების მონაცემებით, ქართული ხილის ძირითადი იმპორტიორი ქვეყნებია რუსეთი (15 809 ტონა), სომხეთი  (7 381 ტონა) და აზერბაიჯანი (567 ტონა). ასევე ხილი გადის ყაზახეთში (112,9 ტონა), უკრაინაში (111,5 ტონა), პოლონეთში (111.5 ტონა), მოლდოვაში (89,6 ტონა), სლოვენიაში (57,3 ტონა), სინგაპურში (0,14 ტონა), ყატარში (0.01 ტონა) და ჰონკონგში (0.06 ტონა).

ამასთან, სამინისტროს ცნობით, მოსავლის შეუფერხებლად დაბინავებისა და რეალიზებისთვის სრული დატვირთვით მუშაობს სამაცივრო და შემნახველი საწარმოები.

ატმის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და გაცემა „ერთი ფანჯრის“ პრინციპით ხორციელდება. პროცესში ჩართული არიან ფიტოსანიტარიული და საბაჟო სამსახურების წარმომადგენლები.

წელს პირველად ზუგდიდში „თხილობა 2020“ გაიმართება >>

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც აქტიურად მუშაობს ინფორმაციის მოპოვების, სისტემატიზაციის, ფერმერებისა და ატმის რეალიზატორების დაკავშირების მიმართულებებით.

2019 წლის სეზონზე საქართველოდან 13,2 ათასი ტონა ატამი და ვაშლატამა გავიდა. ექსპორტის საერთო მოცულობის 80% - 10,7 ათასი ტონა - რუსეთში. სომხეთში გაიგზავნა 1,3 ათასი ტონა ქართული ატამი და ვაშლატამა, აზერბაიჯანში - 667 ტონა.

თემები:
საქართველოს სოფლის მეურნეობა (135)

მთავარი თემები