03:25 02 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7560
  • 100 RUB4.1413
  • USD3.1988
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს ეკონომიკა (755)
141 0 0

საკოლექციო მონეტები ორ თემას ეძღვნება – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი კონსტიტუციის მიღების 100 წლისთავსა და დედამიწის დღეს

თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ორი საკოლექციო მონეტის დიზაინზე კონკურსი გამოაცხადა, ნათქვამია რეგულატორის განცხადებაში.

საკოლექციო მონეტების დიზაინი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი კონსტიტუციის მიღების 100 წლისთავისა და დედამიწის დღის თემებზე უნდა შეიქმნას.

„2021 წელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი კონსტიტუციის მიღებიდან 100 წელი სრულდება და სწორედ ამიტომ ეროვნულმა ბანკმა გადაწყვიტა გამოუშვას ამ თარიღის აღსანიშნავად საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის ვერცხლის მონეტა, რაც მიზნად ისახავს ამ მოვლენის მნიშვნელობის ხაზგასმასა და დემოკრატიული ღირებულებების მხარდაჭერას“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

რაც შეეხება მეორე თემას, ეკოლოგიური პრობლემის მნიშვნელობის გათვალისწინებით, ეროვნული ბანკმა გადაწყვიტა, შეუერთდეს ამ გლობალურ ინიციატივას და 2021 წელს დედამიწის დღის აღსანიშნავად საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის ვერცხლის მონეტა გამოუშვას, რაც მიზნად ისახავს ამ აქტივობების ხელშეწყობასა და საქართველოს პოპულარიზაციას საერთაშორისო მასშტაბით.

ეროვნულმა ბანკმა ქვეყნის ევროპის საბჭოში გაწევრიანების იუბილე ვერცხლის მონეტით აღნიშნა>>

ახალი კონკურსის პირობები საკოლექციო მონეტების დიზაინის შექმნის თაობაზე ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებ–გვერდზეა განთავსებული.

თემები:
საქართველოს ეკონომიკა (755)

მთავარი თემები