ეროვნული ბანკი მონეტების ახალი კოლექციის გამოშვებას იწყებს

© Sputnik / Alexander Imedashviliერეკლე მეორის ძეგლი თელავში
ერეკლე მეორის ძეგლი თელავში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვერცხლისა და ოქროსგან დამზადებული მონეტების ახალი სერიის პირველ მონეტაზე მეფე ერეკლე მეორე იქნება გამოსახული

თბილისი, 18 თებერვალი - Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკი საკოლექციო მონეტების სერიის  -  „საქართველოს მეფეები" გამოშვებას იწყებს, ნათქვამია რეგულატორის განცხადებაში.

პროექტის მიზანია ქვეყნის ისტორიული წარსულის პოპულარიზაცია და გამორჩეული ეტაპების აქცენტირება, რამაც სხვადასხვა დროს, რადიკალურად შეცვალა ქვეყნის შემდგომი განვითარების ხაზი.

საიუბილეო მონეტა - Sputnik საქართველო
ეროვნულმა ბანკმა ქვეყნის ევროპის საბჭოში გაწევრიანების იუბილე ვერცხლის მონეტით აღნიშნა

„ამ ფორმით  მოთხრობილი და გამთლიანებული ქვეყნის ისტორია აღიქმება, როგორც კონკრეტული გზავნილი თანამედროვეობისადმი. შეირჩა მეფეები, რომელთა მმართველობაც გარდამტეხი აღმოჩნდა ქვეყნის ისტორიისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.

2020 წელს გამოვა სერიის პირველი მონეტა, რომელზეც მეფე ერეკლე მეორე იქნება გამოსახული.

ეროვნულმა ბანკმა 5 ლარის ნომინალის ვერცხლის და ოქროს მონეტების დიზაინის ესკიზების შესარჩევად ღია კონკურსი გამოაცხადა. აღნიშნული მონეტები მიმოქცევაში უკვე წელს გამოვა.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რაგბის საკოლექციო მონეტები მიუძღვნა >>

კონკურსის პირობები იხილეთ ეროვნული ბანკის ვებგვერდზე.

ერეკლე მეორის მონეტის შემდეგ იგეგმება მონეტების გამოშვება დავით აღმაშენებლის, თამარ მეფის, ვახტანგ გორგასლის, გიორგი ბრწყინვალის, ბაგრატ მესამე კურაპალატისა და ფარნავაზ პირველის გამოსახულებით.

ყველა ახალი ამბავი
0