EBRD ბაკურიანში ინფრასტრუქტურულ პროექტს დააფინანსებს

© Sputnik / Alexander Imedashviliბაკურიანი ზაფხულში
ბაკურიანი ზაფხულში - Sputnik საქართველო
გამოწერა
კურორტისთვის გამოყოფილი თანხებით შეიძენენ სპეცტექნიკას, მრავალმიზნობრივ სატვირთო ავტომობილებსა და 10 თანამედროვე ავტობუსს.

თბილისი, 29 ივლისი – Sputnik. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) ბაკურიანში მუნიციპალური მომსახურებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოდერნიზაციისთვის საქართველოს 5 მილიონ ევროს გამოუყოფს, ნათქვამია ბანკის განცხადებაში.

EBRD-ს ინფორმაციით, ინვესტიციები საშუალებას იძლევა, რომ შეიძინონ სპეცტექნიკა გზების დასასუფთავებლად – თოვლისგან და ნარჩენებისგან გასაწმენდად, ასევე მრავალმიზნობრივი სატვირთო ავტომობილები და მგზავრთა გადასაყვანად 10 თანამედროვე ავტობუსი.

სვანეთის მთები - Sputnik საქართველო
EBRD საქართველოს ელექტროგადამცემი ქსელის გაძლიერებისთვის 90 მილიონ ევროს გამოუყოფს

„ეს პროექტი მნიშვნელოვან საკურორტო ქალაქში გააუმჯობესებს კომუნალურ მომსახურებასა და უსაფრთხოების ზომებს. საქართველოს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, განსაკუთრებით რეგიონებში, EBRD-სთვის პირველხარისხოვანი მნიშვნელობა აქვს. ეს პროექტი ასევე ხელს შეუწყობს სამუშაო ძალაში გენდერული თანასწორობის პოპულარიზებას“, – განაცხადა EBRD-ს რეგიონულმა დირექტორმა კავკასიაში კატარინა ბიორლინ ჰანსენმა.

ახალი ავტობუსები ეკოლოგიურად უფრო სუფთაა და, ამასთან, მგზავრები უფრო კომფორტულად გადაადგილდებიან.

EBRD თბილისის მეტროს რეაბილიტაციას 75 მილიონი ევროთი დააფინანსებს>>

აღსანიშნავია, რომ სახსრები ასევე მოხმარდება ავტობუსების მძღოლებად ქალების მომზადებას.

EBRD წამყვანი ინსტიტუციური ინვესტორია საქართველოში. ქვეყანაში ოპერირების დაწყების მომენტიდან ბანკმა 252 ფინანსურ, კორპორაციულ და ენერგეტიკულ პროექტში 3,8 მილიარდი ევროს ინვესტიცია განახორციელა. ინვესტიციების 89% კერძო სექტორზე მოდის.

ყველა ახალი ამბავი
0