04:08 17 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1187
  • 100 RUB4.5355
  • USD3.4363
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს სოფლის მეურნეობა (217)
272 0 0

სოფლის მეურნეობის მინისტრს იმედი აქვს, რომ თუ ფერმერების მხრიდან მოცვით დაინტერესების ტემპი შენარჩუნდა, მომავალში ამ პროდუქციის ექსპორტი ათეულობით მილიონ დოლარს მიაღწევს

თბილისი, 19 ივლისი — Sputnik. მიმდინარე წელს საქართველოდან 700 ტონამდე ლურჯი მოცვია ექსპორტირებული, იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

სენაკის მუნიციპალიტეტში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად, სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონის რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორი ილია თამარაშვილი იმყოფებოდნენ.

ქართული მოცვი ექსპორტზე გავა >>

ლევან დავითაშვილმა სენაკის მუნიციპალიტეტში ახლადგაშენებული მოცვის ბაღი დაათვალიერა და სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარებს შეხვდა.

სოფელ ნოსირში სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით შპს „ინტერაგრომ“ 10 ჰექტარზე ლურჯი მოცვის ბაღი გააშენა. პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში კომპანიამ ბაღის გაშენებისათვის და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის 230 ათასი ლარის სახელმწიფო დაფინანსება მიიღო. „ინტერაგრო“ შეღავათიანი აგროკრედიტის ბენეფიციარიცაა. პროგრამის ფარგლებში კომპანიამ ბაღის გასაშენებლად 500 ათასი ლარის აგროკრედიტი მიიღო; 200 ათასი ლარი ბენეფიციარის ინვესტიციაა.

„დღეისათვის, საქართველოში, ლურჯი მოცვის ბაღი 700 ჰექტარზე მეტ ფართობზეა გაშენებული. მიმდინარე წელს ქვეყნიდან დაახლოებით 700 ტონამდე ლურჯი მოცვია ექსპორტირებული, რომლის ღირებულება რამდენიმე მილიონი დოლარია. საქართველოდან ლურჯი მოცვის ექსპორტი რამდენიმე წლის წინ საერთოდ არ ხორციელდებოდა. თუ ფერმერების მხრიდან დაინტერესების ეს ტემპი შენარჩუნდა, მომავალში ათეულობით მილიონი დოლარის ღირებულების პროდუქციის ექსპორტის მოლოდინი გვაქვს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მისივი თქმით, საქართველოს განსაკუთრებული კლიმატური პირობები იძლევა იმის საშუალებას, რომ ექსპორტი განხორციელდეს ზუსტად იმ დროს, როდესაც ბაზარზე მეტი მოთხოვნაა და ნაკლები კონკურენცია. ამიტომ ეს კონკურენტული უპირატესობა ქვეყანამ უნდა გამოიყენოს. ლურჯი მოცვი საქართველოსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემოსავლის მომტანი კულტურა იქნება, აღნიშნა დავითაშვილმა.

სოფლის მეურნეობის განვითარება სულ უფრო აქტუალური და პრიორიტეტული ხდება საქართველოს მთავრობისთვის. ბოლო დროს დიდი ყურადღება ექცევა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მაღალმოსავლიანი კულტურების მოყვანას. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ხელისუფლება აქტიურად უწყობს ხელს ფერმერებს, რომლებსაც მაღალი ხარისხის მოცვი მოჰყავთ. ამ კულტურის პლანტაციები რამდენიმე ასეულ ჰექტარზე გაშენებულია იმერეთში, სამეგრელოში, აჭარასა და გურიაში.

თემები:
საქართველოს სოფლის მეურნეობა (217)

მთავარი თემები