Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

თურნავა: „კომპანიებმა კეთილი უნდა ინებონ და ყველა არსებული რეკომენდაცია შეასრულონ“

© Sputnik / Alexander Imedashviliრიგი სუპერმარკეტთან
რიგი სუპერმარკეტთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მთავრობის სტრატეგიაში ძირითადი აქცენტი კეთდება შემაკავებელ, პრევენციულ ღონისძიებებზე, რათა საფრთხე ჯანდაცვის სექტორს არ დაემუქროს

თბილისი, 2 მაისი - Sputnik. მოვუწოდებ ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებს, დროულად გაეცნონ ეკონომიკური საქმიანობის გახსნის ეტაპებს, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს და მხოლოდ ამის შემდეგ შეიტანონ განაცხადი შემოწმებაზე, განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ.

კორონავირუსის აფეთქების გამო საქართველოს მთავრობამ 31 მარტს ბიზნესს შეზღუდვები დაუწესა და განსაზღვრა კონკრეტული სია იმ საწარმოების, რომლებსაც მუშაობის უფლება შეუნარჩუნდა. მოგვიანებით ეს სია გაფართოვდა იმათთვის, ვინც დაადასტურებს, რომ ეპიდემიოლოგების რეკომენდაციებს ასრულებს.

„მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების მიზნით, ბიზნესსექტორი, პირველ რიგში, აუცილებელია გაეცნოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებულ რეკომენდაციებს, დარწმუნდეს, რომ აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნებს და მხოლოდ ამის შემდგომ გაიაროს რეგისტრაცია“, - განუცხადა ბარკალაიამ ჟურნალისტებს.

ეკონომიკური შეზღუდვების მოხსნის პროცესში, 29 აპრილიდან ქვეყანაში მოქმედი კომპანიები ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე გადიან რეგისტრაციას და აპლიკაციის ფორმას ავსებენ. სამინისტროსთან არსებული შრომის ინსპექციის თანამშრომლები, ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურთან და მუნიციპალურ ინსპექციებთან ერთად კომპანიების მიერ ახალი წესების შესრულების მონიტორინგს აწარმოებენ.

კორონავირუსი საქართველოში: ჯარიმები საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევისთვის >>

ბარკალაიას თქმით, იმისთვის, რომ მაქსიმალურად მოხდეს ინფექციის გავრცელების პრევენცია და ეკონომიკის გახსნის პროცესი იყოს მდგრადი, ამ ეტაპის გავლა აუცილებელია.

კომპანიებს დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება

საქართველოს მთავრობის სტრატეგიაში ძირითადი აქცენტი კეთდება შემაკავებელ, პრევენციულ ღონისძიებებზე, რათა ინფექციის და ეპიდემიის საფრთხე ჯანდაცვის სექტორს არ დაემუქროს.

კორონავირუსი საქართველოში: შეზღუდვების მოხსნის ეტაპები - Sputnik საქართველო
კორონავირუსი საქართველოში: შეზღუდვების მოხსნის ეტაპები

„დღეს უკვე ვხედავთ შესაძლებლობას, ვმართავთ რა ეფექტურად ამ პროცესებს, მივცეთ საშუალება ბიზნესებს, ფრთხილად, ეტაპობრივად ამოქმედდნენ. ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა ეს ჩვენთვისაც და იმ ბიზნესებისთვისაც, რომლებიც პირველ ეტაპზე იხსნებიან. ჩვენ ამ პროცესს ვმართავთ ძალიან კოორდინირებულად. ეს არის მართლაც ახალი გამოწვევა, რომელიც აქამდე არ გვქონია, რადგან საუბარია საქართველოში მოქმედ დაახლოებით 190 000 კომპანიასა და ბიზნესსექტორზე“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მისი თქმით, მაგალითად, სამშენებლო ინდუსტრიაში თითოეულ კომპანიას ათობით პროექტი აქვს და ყველა ყურადღების ცენტრშია, რადგან მედიკოსების მიერ დამტკიცებული რეკომენდაციები არსად არ უნდა დაირღვეს. ამიტომ, კომპანიების შემოწმების პროცესში ბევრი საჯარო უწყება ჩაირთო.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ დღეში 1000-ზე მეტი კომპანია შემოწმდება, რათა რეალურად ეკონომიკის გახსნა არ მოვიდეს კონფლიქტში მთავარ ამოცანასთან, ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვასთან და ეპიდემიის გავრცელების არდაშვებასთან“, - განაცხადა თურნავამ.

მისი თქმით, ონლაინ-ვაჭრობის გახსნა სწორი გადაწყვეტილება იყო, რადგან სექტორს აქვს შესაძლებლობა, იყოს ყველაზე მეტად უსაფრთხო ეპიდემიის გავრცელების თვალსაზრისით. მაგრამ ეს კომპანიებს დამატებით პასუხისმგებლობასაც აკისრებს.

„მათაც კეთილი უნდა ინებონ და ყველა არსებული რეკომენდაცია შეასრულონ, მით უმეტეს, ეს არ არის არსებით სირთულეებთან დაკავშირებული. ეს პასუხისმგებლობა უნდა გაიაზრონ. თუ რომელიმე ეტაპზე შეფერხდება გახსნის გეგმა, ეს შემდგომ ეტაპებზეც აისახება“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

საქართველოში კორონავირუსზე ტესტირება ფართოვდება: ვის და როგორ ამოწმებენ >>

თურნავას თქმით, როდესაც ეკონომიკა ამუშავდება, მთავრობის პრიორიტეტი გახდება ონლაინ-ვაჭრობის განვითარება და იმ კომპანიებისთვის დახმარების გაწევა, რომლებიც ამ გაყიდვებით არიან დაკავებული,

გამოსვლა ეკონომიკური რეცესიიდან

კორონავირუსის აფეთქებამ სერიოზული დარტყმა მიაყენა საქართველოს ეკონომიკას. ქვეყანაში წარმოდგენილი ბიზნესის თითქმის ყველა სფერო დაზარალდა. მოსახლეობის დიდი ნაწილი დარჩა სამსახურის გარეშე. კრიზისის დასაძლევად, ხელისუფლება ფინანსური დახმარების მოსაპოვებლად სამი კვირის განმავლობაში აქტიურ და საკმაოდ რთულ მოლაპარაკებებს აწარმოებდა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან. მოლაპარაკებების შედეგად ხელისუფლებამ 3 მილიარდი დოლარის ოდენობით დახმარების გარანტია მიიღო.

ნათია თურნავა - Sputnik საქართველო
კორონავირუსი საქართველოში: ბიზნესი ახალ რეალობას ერგება

ასევე, გასულ კვირაში პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ წარმოადგინა ანტიკრიზისული გეგმის პროექტი, რომელიც მოსახლეობის სოციალურ დახმარებასა და ბიზნესის მხარდაჭერაზეა ორიენტირებული.

ამასთან ერთად, მთავრობამ შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის გეგმა შეიმუშავა.

27 აპრილიდან ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნა დაიწყო. მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიშვა მსუბუქი ავტომობილების და ტაქსების მოძრაობა. შეზღუდვებიდან გათავისუფლდა ონლაინ-ვაჭრობა, მიტანის სერვისი და აგრარული ბაზრების ფუნქციონირება.

ყველა ახალი ამბავი
0