Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

კორონავირუსი საქართველოში: ბიზნესი ახალ რეალობას ერგება

გამოწერა
НовостиTelegram
საქართველოს ხელისუფლება მუშაობის შესაძლებლობას აძლევს კომპანიებს, რომლებიც ეპიდემიოლოგების რეკომენდაციებს დაიცავენ.

თბილისი, 8 აპრილი - Sputnik. სულ უფრო მეტი ქართული კომპანია გამოთქვამს ეპიდემიოლოგების მიერ რეკომენდებული ახალი წესებით მუშაობის მზადყოფნას, ერგება ახალ რეალობას და ონლაინ-ბიზნესს, განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ბრიფინგზე.

დახურული ბაზრების დილემა: როგორ უნდა მოიქცეს ბიზნესი და მომხმარებელი >>

როგორც ცნობილია, კორონავირუსის გავრცელების გამო 31 მარტს საქართველოს ხელისუფლებამ ბიზნესს შეზღუდვები დაუწესა და განსაზღვრა კონკრეტული საწარმოები, რომელთაც მუშაობის უფლება ჰქონდათ. მოგვიანებით გადაწყდა ამ სიის გაფართოება იმათთვის, ვინც დაადასტურებდა, რომ ეპიდემიოლოგების მიერ რეკომენდებულ წესებს დაიცავდა.

„ბიზნესის ადაპტაციის პროცესი მიმდინარეობს გეგმის შესაბამისად და საკმაოდ წარმატებულადაც. ჩვენ შრომის ინსპექციასთან ერთად 6 და 7 აპრილს შევამოწმეთ 76 კომპანია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, რომელთაგან 40-ზე მეტ კომპანიას დროებით შეუჩერდა საქმიანობა და რომლებმაც მოითხოვეს თავიანთი საქმიანობის განახლება“, - აღნიშნა თურნავამ.

მისი თქმით, იმ 40 კომპანიიდან, რომლებმაც განაცხადი შემოიტანეს, 26-მა უკვე მიიღო მუშაობის უფლება, დანარჩენებს კი მისცეს დრო ხარვეზების გამოსასწორებლად.

რა ბედი ელის ონლაინ-სერვისებს

საქართველოში საგანგებო რეჟიმის გამოცხადების შემდეგ ყველა ონლაინ-მაღაზია დაიხურა და ახლა მთავრობამ ყოველ მათგანს მისცა შესაძლებლობა, დაადასტუროს, რომ იცავს სანიტარულ ნორმებს, რათა განაგრძოს მუშაობა.

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გახარია: ყველა ბიზნესმენს, ვინც ადგილობრივ წარმოებას შექმნის, გვერდში დავუდგებით

„შევამოწმებთ კონკრეტულ კომპანიებს და ინდივიდუალურად მივიღებთ გადაწყვეტილებას ამა თუ იმ კომპანიის შესატყვისობის შესახებ, როგორ ასრულებს ის დადგენილ წესებს და არა მთლიანად დარგი, რადგან ნებისმიერ დარგში შეიძლება იყოს წარმატებული, ამ თვალსაზრისით ადაპტირებული კომპანიები და ასევე იყოს ისეთი კომპანიები, სადაც ჯერ კიდევ არსებობს ხარვეზები“, - აღნიშნა თურნავამ.

ამასთან დასძინა, რომ თუ კომპანია მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, მუშაობის უფლების მიღებისას პრობლემები არ შეექმნება.

აღსანიშნავია ასევე, რომ ონლაინ-გაყიდვების 200 კომპანია გაერთიანდა და შექმნა ბიზნეს-ასოციაცია. ისინი გეგმავენ ეკონომიკის მინისტრს სთხოვონ შეხვედრა პრობლემების განსახილველად.

როგორც ამას წინათ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, მომავალში ონლაინ-მაღაზიები გარკვეულ შეღავათებს მიიღებენ და მთავრობა აქტიურად განავითარებს ამ სფეროს.

ყველა ახალი ამბავი
0