01:36 31 მაისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.5366
  • 100 RUB4.5026
  • USD3.1761
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (878)
123 0 0

22 აპრილს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერში, რომელიც მკაცრი კარანტინის ზონად არის გამოცხადებული, რამდენიმე ათეულმა ადგილობრივმა მცხოვრებმა კარანტინის მოხსნისა და ვაჭრობის აღდგენის მოთხოვნით ცენტრალური გზა გადაკეტა.

თბილისი, 24 აპრილი - Sputnik. მარნეულის მუნიციპალიტეტიდან სადისტრიბუციო კომპანიებმა 100 ტონაზე მეტი სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია გაიტანეს, განუცხადა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა პირველ არხს.

„გაუქმდეს კარანტინი და აღდგეს ვაჭრობა“ – მარნეულის მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს>>

მარნეულის მუნიციპალიტეტი 22 მარტიდან მკაცრი კარანტინის რეჟიმად გამოცხადდა და დაიკეტა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მარნეულის მცხოვრები ქალი კორონავირუსით დაინფიცირდა.

„არის ძალიან უხვი, ჭარბი მოსავალი. ძალიან მსხვილი მარკეტებიც კი დაკეტილია. რესტორნული, ტურისტული ინფრასტრუქტურა და სერვისები აღარ მუშაობს და, ბუნებრივია, შემცირდა ადგილობრივ ბაზარზე მოხმარება. მიუხედავად ამისა, გუშინ სადისტრიბუციო კომპანიამ, რომელთანაც ვთანამშრომლობთ და მისგან მარაგდება მთლიანად ქვეყნის მასშტაბით სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია, გაიტანა ხუთი დიდი მოცულობის, 13- და 10-ტონიანი მანქანებით პროდუქცია“, – განაცხადა რწმუნებულმა.

შოთა რეხვიაშვილის თქმით, გარდა ამისა, სოფლებში, სადაც კიტრის მოსავალია, შესაბამისად აღჭურვის შემდეგ ადგილობრივებსაც მიეცათ საშუალება, M2 ტიპის ავტომობილებით თავადაც გაეტანათ პროდუქტი და ეს შემდგომაც გაგრძელდება.

22 აპრილს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერში, რომელიც მკაცრი კარანტინის ზონად არის გამოცხადებული, რამდენიმე ათეულმა ადგილობრივმა მცხოვრებმა კარანტინის მოხსნისა და ვაჭრობის აღდგენის მოთხოვნით ცენტრალური გზა გადაკეტა.

საპროტესტო აქციაში მარნეულის სოფლებიდან რამდენიმე ათეული ადამიანი მონაწილეობდა, ისინი აცხადებდნენ, რომ მათ უფუჭდებათ მოსავალი, და ადგილობრივი თვითმმართველობისგან სოფლის პროდუქციის რეალიზებაში დახმარებას ითხოვდნენ. მოსახლეობა ასევე სადისტრიბუციო ავტომობილებით რაიონში გადაადგილების უფლებას ითხოვდა.

მარნეულში პროტესტი დასრულდა – მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს>>

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. 10 დღის შემდეგ ქვეყანაში კომენდანტის საათი ამოქმედდა, 17 აპრილიდან კი სპეციალური ნებართვების გარეშე მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება აიკრძალა.

27 აპრილიდან იწყება შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა.

თემები:
COVID-19 საქართველოში (878)

მთავარი თემები