Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

მანქანებით გადაადგილებას საქართველოს ყველა რეგიონში მცხოვრები გლეხები შეძლებენ

© photo: Sputnikპირბადე მანქანის სალონში
პირბადე მანქანის სალონში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ავტომობილებით გადაადგილებაზე შეღავათებს მიიღებენ საქართველოს ყველა რეგიონის მცხოვრებნი, რომლებიც სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებში არიან ჩართულნი

თბილისი,  22 აპრილი – Sputnik. საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება სოფლად მცხოვრებ მოქალაქეებს დღეში სამი საათით ავტოტრანსპორტით გადაადგილების ნებართვა მისცეს, განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრ გიორგი გახარიას მრჩეველმა, მთავრობის პრეს–სპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა.

საქართველოში 27 აპრილამდე ქვეყანაში მოქმედი საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ავტომობილებით გადაადგილებაზე სრული აკრძალვა მოქმედებს.

პოლიციელი მოძრაობას არეგულირებს - Sputnik საქართველო
ვინ სარგებლობს ავტომობილით გადაადგილების უფლებით? – ხელისუფლების განმარტება

„მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, იმისთვის, რომ ჩვენს თანამოქალაქეებს არ შეექმნათ პრობლემა. მათ დილის 06:00 საათიდან 08:00 საათამდე შეეძლებათ, გადაადგილდნენ შესაბამის ადგილებზე და საღამოს 18:00 საათიდან 19:00 საათამდე დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

ამასთან მან აღნიშნა, რომ ამ დადგენილების აღსრულებისას წარმოშობილ საკითხებს ადგილობრივი ხელისუფლება და რეგიონული საკოორდინაციო საბჭოები გადაჭრიან.

მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის პერიოდში სოფლის მეურნეობის სფერო განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს ხელისუფლებისთვის. მთავრობამ უკვე დაიწყო მუშაობა იმპორტჩანაცვლების გეგმაზე და გლეხებისთვის გააგრძელა ყველა შეღავათი, რომელიც დღემდე მოქმედებდა.

მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი ახალი კორონავირუსის პანდემიისა და ნავთობზე ფასების ვარდნის გამო განვითარდა.

ყველა ახალი ამბავი
0