Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ვინ სარგებლობს ავტომობილით გადაადგილების უფლებით? – ხელისუფლების განმარტება

© Sputnik / Alexander Imedashviliპოლიციელი მოძრაობას არეგულირებს
პოლიციელი მოძრაობას არეგულირებს - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ავტომობილებით გადაადგილება აკრალულია. ამასთან, ზოგიერთმა ადამიანმა უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ქალაქში მაინც ბევრი მანქანა მოძრაობს

თბილისი,  22 აპრილი – Sputnik.  საქართველოს პრემიერ–მინისტრ გიორგი გახარიას მრჩეველმა, მთავრობის პრეს–სპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა დააზუსტა იმ უწყებებისა და ავტომობილების რაოდენობა, რომელთა მიმართაც გადაადგილებაზე შეზღუდვები არ ვრცელდება.

საქართველოში 17 აპრილიდან 27 აპრილამდე მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება იკრალება. თუმცა, მოქალაქეების დიდი ნაწილი უკმაყოფილებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ მიუხედავად აკრძალვისა, ქალაქში მაინც ბევრი ავტომობილი მოძრაობს.

სოციალურ ქსელებში გაჩნდა ვარაუდი იმასთან დაკავშირებით, რომ სპეციალური ნებართვის მიღება ზედა ეშელონებთან დაახლოებულმა პირებმა „იჩალიჩეს“ მაშინ, როდესაც საქართველოში დაწესებული შეზღუდვების გამო მაღაზიებმა მუშაობა შეაჩერეს. 

დაცარიელებული ბაზარი - Sputnik საქართველო
კორონავირუსი ეკონომიკას აზარალებს: რამდენით შემცირდა საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა

 „ავტომობილების გადაადგილება შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან მკაცრად კონტროლდება. შსს–ს წარმომადგენლები ყოველდღიურად, 24–საათიან რეჟიმში მუშაობენ, რათა ადამიანებმა ნებართვები ბოროტად არ გამოიყენონ“, – აღნიშნა ჩიქოვანმა.

მისი სიტყვებით ავტომობილებით გადაადგილებაზე ნებართვა მიიღო დაახლოებით 2,9 ათასმა აფთიაქმა, 5 ათასზე მეტმა მაღაზიამ, 1,3 ათასმა საცხობმა და პურის მაღაზიებმა, 1 ათასამდე სამედიცინო დაწესებულებამ, მათ შორის 300–მა საავადმყოფომ.

სპეციალური საშვით სარგებლობენ ასევე მასმედია, ტვირთგადამზიდავი კომპანიები, დასუფთავებისა და დეზინფექციის სამსახურები, პერსონალი, რომელიც ემსახურება ბანკომატებს და სწრაფი გადახდის აპარატებს, კერძო დაცვის სამსახური, დაკრძალვის ბიუროები, ფოსტის თანამშრომლები და კურიერები, ადამიანები, რომლებიც დაკავშირებული არიან ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირისა და წყლის მიწოდებასთან, ასევე სატელეკომუნიკაციო და ნარჩენების მართვის სამსახურები, ლიფტებისა და ტექნიკურად საფრთხის შემცველი ობიექტების მომსახურების სერვისები.

გარდა ამისა, ავტომობილით გადაადგილების უფლებით სარგებლობენ ჩინოვნიკები, რომელთა საქმიანობაც ქვეყნისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

ყველა ახალი ამბავი
0