კორონავირუსი და საქართველო: ხელისუფლება და მსხვილი ბიზნესი პრობლემებს განიხილავენ

© Sputnik / Alexander Imedashviliსამთავრობო ადმინისტრაცია
სამთავრობო ადმინისტრაცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში შეიქმნა კორონავირუსთან ბრძოლის სპეციალური ფონდი, რომელშიც მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები სერიოზულ დაბანდებებს აკეთებენ

თბილისი, 23 მარტი - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა და კორონავირუსის გამო ქვეყანაში მიმდინარე პრობლემები განიხილა.

კარანტინი მარნეულში - Sputnik საქართველო
COVID-19:თბილისში დახურეს ობიექტი, რომელშიც 600 თანამშრომელი აკრძალვის მიუხედავად მუშაობდა

საქართველოში კორონავირუსის 61 შემთხვევა დაფიქსირდა. ინფექციის გავრცელების აღსაკვეთად საქართველოს მთავრობამ 21 მარტს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და გააფრთხილა, რომ საჭიროების შემთხვევაში სახელმწიფო მიზნებისთვის შეუძლია გამოიყენოს კერძო კომპანიების ქონება და მატერიალური ბაზა. 22 მარტს ბოლნისის და მარნეულის მუნიციპალიტეტები კარანტინის ზონად გამოცხადდა.

მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებმა პრემიერ-მინისტრთან საგანგებო მდგომარეობის დროს დაწესებული შეზღუდვები განიხილეს, მათ შორის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხი საწარმოებში, რომლებიც ამ პერიოდში მუშაობას აგრძელებენ.

ბიზნესის წარმომადგენლები დაარწმუნეს, რომ ფინანსური სტაბილურობის კუთხით სიტუაცია სრულად კონტროლდება, ასევე რომ უახლოეს დროს საქართველოში დაიწყება მსხვილი პროექტების განხორციელება, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკას წაადგება.

კორონავირუსი საქართველოში: შეზღუდვებისა და აკრძალვების სრული ჩამონათვალი 24 მარტისთვის >>

ამასთან, საქართველოში შეიქმნა კორონავირუსთან ბრძოლის სპეციალური ფონდი, რომელშიც მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები სერიოზულ დაბანდებებს აკეთებენ. კონკრეტულად რა მიზნებით დაიხარჯება ფონდის თანხები - მკურნალობის დაფინანსებაზე თუ ეკონომიკური პრობლემების დაძლევაზე, ამ მომენტისათვის უცნობია.

ყველა ახალი ამბავი
0