11:07 03 ივნისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4366
  • 100 RUB4.4862
  • USD3.0772
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
ტრანსპორტი საქართველოში (296)
85 0 0

17-მილიონიან პროექტს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი აფინანსებს. მის ფარგლებში საქართველოს ექვსი მუნიციპალიტეტისთვის 175 თანამედროვე ავტობუსს შეისყიდიან.

თბილისი, 6 მარტი — Sputnik. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ურბანისტული ტრანსპორტის განვითარების პროგრამის ფარგლებში საქართველოს ექვსი მუნიციპალიტეტისთვის 175 ავტობუსის შეძენას გეგმავს, ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

პროექტის თანახმად, ახალ თანამედროვე ავტობუსებს შეიძენენ ქუთაისის, გორის, თელავის, ზუგდიდის, რუსთავისა და ფოთისთვის.

პროექტის ღირებულებაა 17 მილიონი ევრო. მას ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) აფინანსებს.

მუნიციპალური განვითარების ფონდმა ავტობუსების შესყიდვაზე ტენდერი ორ ლოტად გამოაცხადა. პირველი ლოტით გათვალისწინებულია 117 ერთეული 8,5-მეტრიანი ავტობუსის, ხოლო მეორე ლოტით – 58 ერთეული 10-მეტრიანი ავტობუსის შეძენა.

პროექტის ფარგლებში ავტობუსები გადაეცემა: გორს – 30, ზუგდიდს – 25, რუსთავს – 40, ქუთაისს – 60, თელავსა და ფოთს – 10-10.

კახა კალაძე: დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყველაზე სწრაფი და კომფორტული უნდა იყოს>>

ამას გარდა, EBRD-ს დაფინანსებით, მომსახურების ხარისხისა და უსაფრთხოების ზომების გაუმჯობესების მიზნით ბაკურიანისთვის მუნიციპალური განვითარების ფონდი ისეთ სპეციალურ ტექნიკას შეიძენს, როგორიცაა თოვლის სატკეპნი მანქანები სათხილამურო ტრასებისთვის, ექსკავატორ-დამტვირთველები, თვითმცლელები, ავტობუსები, ნაგავშემკრები მანქანა და სხვ.

ამ ეტაპზე წარმოებს სატენდერო პროცედურები.

თემები:
ტრანსპორტი საქართველოში (296)

მთავარი თემები