კახა კალაძე: დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყველაზე სწრაფი და კომფორტული უნდა იყოს

© Sputnik / STRINGERკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მოსახლეობას ISUZU-ს მარკის 8-მეტრიანი, დიზელის ძრავზე მომუშავე ავტობუსების კიდევ ერთი ნაკადი წარუდგინა.
კახა კალაძე: დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყველაზე სწრაფი და კომფორტული უნდა იყოს
„ვაპირებთ დამატებით შემოვიყვანოთ ახალი ავტობუსები იმისთვის, რომ იმ უბნებში, იმ ქუჩებში, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მოძრაობს დღეს, ან თუ მოძრაობს, ძალიან დიდია ლოდინის დრო, ეს პრობლემები იქნეს მოწესრიგებული. 8-მეტრიანი ავტობუსების შემოყვანა უკვე დამთავრებულია, 220 ერთეული შემოვიყვანეთ. შემდეგი ეტაპი არის 12-მეტრიანი ავტობუსების შემოყვანა, რაც მაისი-ივლისის თვეებში განხორციელდება და ბოლო ეტაპი იქნება 18-მეტრიანი ავტობუსები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყველაზე სწრაფი და კომფორტული უნდა იყოს. კალაძემ ასევე აღნიშნა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგების პარალელურად წესრიგდება ინფრასტრუქტურა, ყველგან გათვალისწინებული უნდა იყოს სპეციალური ზოლები ავტობუსისთვის, რათა საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეუფერხებლად გადაადგილდეს.

 

ყველა ახალი ამბავი
0