რა ელოდება ლარის კურსს? ფინანსთა მინისტრმა მთავარ პრობლემებზე ისაუბრა

© Sputnik / Alexander Imedashviliვალუტის გაცვლის პუნქტი
ვალუტის გაცვლის პუნქტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ეროვნული ვალუტა უამრავ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის – კორონავირუსის გამო ავიამიმოსვლის გაუქმებაზეც.

თბილისი, 26 თებერვალი — Sputnik. ლარის კურსი სტაბილური გახდა, თუმცა იმის პროგნოზი, რა ელოდება მას გრძელვადიან პერსპექტივაში, შეუძლებელია, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.

გაცვლითი პუნქტი - Sputnik საქართველო
რა ელის ლარის კურსს: ექსპერტები სტაბილურობას ვარაუდობენ

გასული წლის მაისიდან მოყოლებული ლარი აშშ დოლარის მიმართ 10%-ით გაუფასურდა. თუ 1 აპრილს ეროვნული ბანკის მიერ ოფიციალურად გამოცხადებული კურსი იყო 2,7029 GEL/$1, 1 ოქტომბერს მან უკვე 2,9770 GEL/$1-ს მიაღწია. შედეგად – წლიურმა ინფლაციამ გასულ წელს 7% შეადგინა.

„დღეს ჩვენი და ეროვნული ბანკის ანალიზით, ლარი მიუახლოვდა წონასწორობის ნიშნულს და ამ დიაპაზონში ვდგავართ. ეს არის დღევანდელი მოცემულობა. რა იქნება ერთ თვეში ან სამ თვეში, ამაზე არც არავინ არ უნდა გააკეთოს პროგნოზი, არც კეთდება. ბევრ რამეზე იქნება დამოკიდებული ლარის გამყარება, რასაკვირველია, დამოკიდებული იქნება საგარეო მოვლენების განვითარებაზე, ტურიზმის სეზონზე... ასევე, იცით, კორონავირუსის საკითხმა ავიამიმოსვლა შეანელა და შეამცირა... ძალიან მრავალი ფაქტორია", – განაცხადა მაჭავარიანმა.

ამასთან, ТBC Bank-ისა და Galt & Taggart-ის წამყვანი ექსპერტების პროგნოზით, 2020 წელს ლარის კურსი 2,8 GEL/$1 ნიშნულზე დასტაბილურდება.

ირანში გავრცელებული კორონავირუსი საქართველოს მრავალმილიონიანი ზარალით ემუქრება>>

ქვეყნის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ კორონავირუსის ეპიდაფეთქებიდან გამომდინარე საქართველო ჩინეთთან და ირანთან პირდაპირი ავიამიმოსვლის შეწყვეტის გამო თვეში 30 მილიონ ლარს კარგავს.

ეროვნულმა ბანკმა ოთხშაბათს, 26 თებერვალს ლარის კურსი 2,7946 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.

ყველა ახალი ამბავი
0