რა ელის ლარის კურსს: ექსპერტები სტაბილურობას ვარაუდობენ

© Sputnik / Alexander Imedashviliგაცვლითი პუნქტი
გაცვლითი პუნქტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ლარის გამყარება იმ შემთხვევაში გაგრძელდება, თუ გამყარდება ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორების ვალუტები - ევრო, თურქული ლირა და რუსული რუბლი, მიაჩნიათ ექსპერტებს

თბილისი, 25 თებერვალი - Sputnik. ТBC Bank-ის და Galt & Taggart-ის წამყვანი ექსპერტების პროგნოზებით, 2020 წელს ლარის კურსი 2,8 GEL/$1 დონეზე დასტაბილურდება.

გასული წლის მაისიდან ლარი დოლარის მიმართ 10%-ით გაუფასურდა. თუ 1 აპრილს ლარის ოფიციალური კურსი შეადგენდა 2,7029 GEL/$1, 1 ოქტომბერს ის უკვე აღწევდა 2,9770 GEL/$1. შედეგად წლიურმა ინფლაციამ გასულ წელს 7% შეადგინა.

სწრაფი გადახდის აპარატი - Sputnik საქართველო
ეროვნული ბანკი დაკრედიტების წესების შერბილების პირობას დებს, თუმცა ვადებს არ ასახელებს

გასული წლის სექტემბრიდან ეროვნულმა ბანკმა გაცვლითი კურსის შემცირების შემდეგ ინფლაციაზე ზეწოლის განეიტრალების მიზნით მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა. რეფინანსირების განაკვეთი ამ პერიოდში 6,5%-დან 9%-მდე გაიზარდა. ბოლოჯერ რეფინანსირების განაკვეთი 2019 წლის დეკემბერში გაიზარდა.

ТBC Bank-ის მთავარი ფინანსისტი ოთარ ნადარაია მიიჩნევს, რომ ლარი ზედმეტად გაუფასურდა, ხოლო ეროვნული ბანკის მიერ მიღებული ზომები დროული იყო, რაც ლარის კურსის საშუალოვადიანი პროგნოზის გაკეთების საშუალებას იძლევა.

„პროგნოზს რაც შეეხება, ამის ზუსტად თქმა რთულია, თუმცა ჩვენი გათვლებით, შეიძლება, მიმდინარე წელს საპროგნოზოდ გამოვიყენოთ – ერთი დოლარი 2.82 ლარის ფარგლებში. როგორც მოგეხსენებათ, კორონავირუსთან დაკავშირებით, მსოფლიოში დოლარი გაძლიერდა და სამწუხაროდ, ჩვენი ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტები შესუსტდა. ლარი არ შესუსტდა, რადგან ისედაც იმაზე მეტად იყო გაუფასურებული, ვიდრე უნდა ყოფილიყო“, – განაცხადა ოთარ ნადარაიამ პირველი არხის ეთერში.

ამასთან მან აღნიშნა, რომ თუ ევრო, თურქული ლირა და რუბლი გაძლიერდა დოლართან მიმართებაში, ლარი კიდევ უფრო მეტად გამყარდება.

Пассажирский самолет Катарских авиалиний вылетает из тбилисского аэропорта - Sputnik საქართველო
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა  რუსეთთან ავიამიმოსვლის შეწყვეტით გამოწვეულ დანაკარგზე ისაუბრა

კომპანია Galt & Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ევა ბოჭორიშვილი ნადარაიას პროგნოზს ეთანხმება.

„ჩვენი პროგნოზით, 2020 წლისთვის ერთი აშშ დოლარის ღირებულება საშუალოდ 2.80 ლარის ფარგლებში შენარჩუნდება. თუმცა თუ მაკროეკონომიკური პარამეტრები კიდევ უფრო გაუმჯობესდა და მოლოდინებიც პოზიტიური დარჩა, ლარო შეიძლება, კიდევ უფრო მეტადაც გამყარდეს“, – განაცხადა ევა ბოჭორიშვილმა პირველი არხის ეთერში.

ოთხშაბათს, 26 თებერვალს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 2,7946 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.

ყველა ახალი ამბავი
0