საქართველოს კიდევ ერთი ისტორიული რეკორდი: ბიუჯეტის დეფიციტი შემცირდა

გამოწერა
ბიუჯეტის დეფიციტი შემცირდა დამატებითი შემოსავლების მობილიზაციის წყალობით და, შესაბამისად, მშენებლობაზე ასიგნებების გაზრდით.

თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლებამ 2019 წლის ბიუჯეტის დეფიციტის ისტორიულ მინიმუმამდე შემცირება შეძლო, განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ქვეყნის პარლამენტში „მინისტრის საათის" ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას.

Fitch: საქართველოს ეკონომიკამ გარე ფაქტორებისადმი მდგრადობა აჩვენა>>

2019 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, ბიუჯეტის დეფიციტი დაგეგმილი იყო მშპ-ის 2,4%-ის მოცულობით.

 სსფ-ი მისიის ხელმძღვანელი, მერსედეს ვერა-მარტინი - Sputnik საქართველო
სავალუტო ფონდის მისიამ საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობა შეაფასა

„დამატებითი შემოსავლების მობილიზების ხარჯზე ჩვენ შევძელით დეფიციტი ისტორიულ მინიმუმამდე – მშპ-ის 2,1 პროცენტამდე შეგვემცირებინა", – განაცხადა მაჭავარიანმა.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ 2019 წელს ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შესრულების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა.

„2019 წელს კაპიტალური ხარჯების ათვისების პროგნოზი 3 710 მილიონ ლარს შეადგენდა. დონორების მიერ დაფინანსებული პროექტებისა და მუნიციპალური პროექტების გადაჭარბებით შესრულების ხარჯზე შესაძლებელი გახდა 470 მილიონი ლარით მეტის ათვისება. მთლიანობაში კაპიტალურ ხარჯებზე 2019 წელს მიიმართა 4 180 მილიონ ლარზე მეტი", – განაცხადა მინისტრმა.

მან აღნიშნა, რომ კაპიტალური ხარჯების ათვისება სამშენებლო სამუშაოების დიდი მოცულობის შესრულების ხარჯზე მოხდა.

 სსფ-ი მისიის ხელმძღვანელი, მერსედეს ვერა-მარტინი - Sputnik საქართველო
სავალუტო ფონდის მისიამ საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობა შეაფასა

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (სსფ), საქართველოში თებერვალში ვიზიტის შედეგებით, აღნიშნა, რომ ბიუჯეტის შემოსავლების მაღალმა ზრდამ მთავრობას საშუალება მისცა, ბიუჯეტის დეფიციტის გაზრდის გარეშე (მშპ-ის 2,1%) მიეღწია სახელმწიფო ინვესტიციების რეკორდული ზრდისთვის (მშპ-ის 8%).

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2020 წლის ბიუჯეტი დაგეგმილია ნეიტრალურ საგადასახადო-საბიუჯეტო პოზიციაზე და მოსალოდნელია, რომ ბიუჯეტის დეფიციტი ცოტაოდენ გაიზრდება – მშპ-ის 2,4%-მდე.

დასახელდა 2020 წლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტები>>

„სსფ-ის გუნდი მიესალმება ხელისუფლების ძალისხმევას დღგ-ის დაბრუნების დაჩქარების საკითხში ავტომატური დაფარვის სისტემის დანერგვით. ასევე სახელმწიფო–კერძო პარტნიორობის სტრუქტურაზე მუშაობის დასრულებისკენ გადადგმული ნაბიჯით და სახელმწიფო საწარმოების მართვის სრულყოფით", – ნათქვამია მისიის ანგარიშში.

ამასთან, სსფ-ის ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ხელისუფლება ფხიზლად უნდა იყოს ფინანსური რისკების გაზრდის კუთხით.

ყველა ახალი ამბავი
0