ბელარუსის პრეზიდენტმა საქართველო ეფექტიანი თანამშრომლობისთვის შეაქო

© Sputnik / Alexander Imedashviliბელარუსისა და საქართველოს დროშები
ბელარუსისა და საქართველოს დროშები - Sputnik საქართველო
გამოწერა
მინსკში აღნიშნეს, რომ სურთ საქართველოსთან ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება და საქონელბრუნვის 200 მლნ დოლარამდე გაზრდა.

თბილისი, 19 თებერვალი — Sputnik. ბელარუსის პრემიერ-მინისტრმა სერგეი რუმასმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ნათია თურნავასთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ორი ქვეყნის თანამშრომლობა მრავალი სოციალური და ეკონომიკური ამოცანის გადაჭრის შესაძლებლობას ქმნის, იუწყება „Sputnik-ბელარუსი".

როგორც რუმასმა აღნიშნა, საქართველო ბელარუსისთვის მნიშვნელოვანი და დროში გამოცდილი პარტნიორია, რომელთან დიალოგიც უმაღლეს დონეზე მიმდინარეობს.

მინსკი - Sputnik საქართველო
მინსკში ქართულ-ბელარუსული მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართება

„ჩვენ ვინარჩუნებთ საქონელბრუნვას სტაბილურ დონეზე. შარშან ის რამდენადმე შემცირდა 2018 წელთან შედარებით. პრაქტიკულად 1%-ით", – აღნიშნა ბელარუსის პრემიერმა.

ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ ქართული მხარე უკეთ მუშაობს, ვინაიდან ექსპორტი საქართველოდან უფრო სწრაფი ტემპით იზრდება.

„ყოჩაღ!", – ასე შეაქო ქართველი კოლეგები სერგეი რუმასმა.

რძე და ტექნიკა

ბელარუსის პრემიერმა პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ იგი საქონელბრუნვის 200 მილიონ დოლარამდე გაზრდას აპირებს. აქვე დასძინა, რომ ამ საკითხზე ყველამ უნდა იმუშაოს.

ბელარუსში საქართველოს საპატიო კონსულის ოფისი გაიხსნა>>

რუმასის აზრით, ორი ქვეყნის თანამშრომლობა შესაძლებელს გახდის საქართველოს მოსახლეობის ხარისხიანი კვების პროდუქტებითა და მედიკამენტებით მომარაგებას, ასევე სოციალურ-ეკონომიკური ამოცანების წარმატებით გადაჭრას შეუწყობს ხელს.

ბელარუსის დედაქალაქში „ქართული სახლი“ გაიხსნა - Sputnik საქართველო
ბელარუსის დედაქალაქში „ქართული სახლი“ გაიხსნა

სამრეწველო კოოპერაცია მომავალშიც განვითარდება, აღნიშნა ბელარუსის პრემიერმა. დღესდღეობით საქართველოში უკვე იწარმოება ბელარუსული ლიფტები და მიმდინარეობს წამლების დაფასოება. ბელარუსი მზადაა, საქართველო მოამარაგოს სახანძრო ტექნიკით, მეტროს ვაგონებით, სპეციალური ტექნიკით აგრონომებისთვის, განაცხადა რუმასმა.

„ბელარუსული ბიზნესი დაინტერესებულია საქართველოში რძის გადამამუშავებელი და რძის პროდუქტების დამამზადებელი საწარმოების შექმნით", – აღნიშნა პრემიერმა.

სერგეი რუმასის აზრით, მართალია, ეკონომიკურ თანამშრომლობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება, მაგრამ არც ჰუმანიტარული სფერო უნდა დავივიწყოთ. კერძოდ, ბელარუსი სპეციალისტები მონაწილეობდნენ ღვიძლის გადანერგვის ქართული პროგრამის ამოქმედებაში.

თბილისი და მინსკი ურთიერთობების განვითარებას განაგრძობენ - ჯერი პარლამენტებზეა>>

„ეს შეიძლება ჩაითვალოს პირველ და მეტად ნიშანდობლივ პროექტად", – ფიქრობს ბელარუსის მთავრობის მეთაური.

ბელარუსული სტუმართმოყვარეობა

ნათია თურნავამ, თავის მხრივ, პრემიერს მადლობა გადაუხადა თბილი მასპინძლობისთვის და აღნიშნა, რომ "ის არათუ არ ჩამოუვარდება ქართულ სტუმართმოყვარეობას, არამედ, როგორც ვხედავთ, ჯობნის კიდეც".

მიხეილ ბატიაშვილი და იგორ კარპენკო - Sputnik საქართველო
მინსკი და თბილისი განათლების სფეროში თანამშრომლობის ახალ დონეზე გადადიან

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ორი ქვეყნის ურთიერთობამ ბოლო წლებში მაღალ დონეს მიაღწია და ამ კავშირების გაღვივებაში ფასდაუდებელი წვლილი მიუძღვის ბელარუსის პრეზიდენტს ალექსანდრ ლუკაშენკოს.

ნათია თურნავამ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მაღალი დონის ორმხრივი ვიზიტების ინტენსივობაზე.

„იგეგმება თქვენი ვიზიტი მარტში. დარწმუნებული ვართ, რომ ის ნაყოფიერი გაგრძელება იქნება მაღალ დონეზე ვიზიტებისა და მოლაპარაკებების მთელი კასკადისა", – აღნიშნა ნათია თურნავამ.

რუმასმა დაადასტურა, რომ გეგმავს თბილისში ჩამოსვლას კოლეგის მიწვევით და ახლა ვიზიტისთვის აქტიური მზადება მიმდინარეობს.

ლუკაშენკოს საქართველოსა და ბელარუსს შორის სავაჭრო ბრუნვის გაორმაგების იმედი აქვს>>

„ბელარუსი მხარს უჭერს მრავალმხრივ თანამშრომლობას საქართველოსთან, რომელიც ჩვენი არა მარტო საიმედო პარტნიორია, არამედ ყველაზე მოძმე სახელმწიფოცაა", – დაასკვნა ბელარუსის პრემიერმა.

საქართველო-ბელარუსის ურთიერთობა

საქართველოსა და ბელარუსს შორის დიპლომატიური ურთიერთობა 1994 წელს დამყარდა. ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა განსაკუთრებით წარმატებით ვითარდება 2015 წლიდან მოყოლებული – საქართველოში ლუკაშენკოს პირველი ოფიციალური ვიზიტის შემდეგ.

მიხეილ რუსი და გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
საქართველო და ბელარუსი: პატივისცემა, მადლობის სიტყვები და თანამშრომლობა

ქვეყნებს შორის მოქმედებს უვიზო რეჟიმი. თბილისსა და მინსკს შორის პირდაპირი საავიაციო კავშირია დამყარებული. საქართველოს საელჩო მინსკში 2008 წლიდან ფუნქციონირებს. 2016 წლის დეკემბერში კი გაიხსნა ბელარუსის საელჩო თბილისში. პირველ ელჩად მიხეილ მიატლიკოვი დაინიშნა.

დღეს ბელარუსსა და საქართველოს შორის 60-ზე მეტი შეთანხმებაა გაფორმებული. საქართველოში მუშაობს 20-ზე მეტი წარმომადგენლობა, შვილობილი საწარმო, საქონელბრუნვის ქსელის სუბიექტები და ბელარუსული კომპანიების დისტრიბუტორები. გარდა ამისა, თბილისსა და ბათუმში გახსნილია „პინსკდრევის" პროდუქციის სარეალიზაციო ორი ავეჯის სალონი, ბელარუსული საქონლის 10 მაღაზია. იწარმოება ბელარუსული ლიფტები, 2019 წლიდან კი – მცირე სიმძლავრის ბელარუსული ტრაქტორები.

ყველა ახალი ამბავი
0