თბილისი და მინსკი ურთიერთობების განვითარებას განაგრძობენ - ჯერი პარლამენტებზეა

© FB / Irakli Kobakhidzeირაკლი კობახიძე, მიხაილ მიასნიკოვიჩი და ვლადიმირ ანდრეინიჩენკო
ირაკლი კობახიძე, მიხაილ მიასნიკოვიჩი და ვლადიმირ ანდრეინიჩენკო - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მინსკში იმყოფება, სადაც უმაღლეს სახელმწიფო დონეზე შეხვედრებს მართავს

თბილისი, 21 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტისა და ბელარუსის ეროვნული სათათბიროს წარმომადგენლები შეთანხმდნენ ქართულ-ბელარუსული ურთიერთობების განვითარების, პარლამენტთაშორისი მუშაობის გააქტიურებასა და ერთობლივი ღონისძიებების ჩატარების შესახებ, აღნიშნულია საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

შესაბამის ერთობლივ განცხადებას მინსკში ხელი მოაწერეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, ბელარუსის ეროვნული სათათბიროს საბჭოს თავმჯდომარე მიხაილ მიასნიკოვიჩმა და ეროვნული სათათბიროს წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე ვლადიმირ ანდრეიჩენკომ.

მიხეილ რუსი და გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
საქართველო და ბელარუსი: პატივისცემა, მადლობის სიტყვები და თანამშრომლობა

„დოკუმენტი საქართველოსა და ბელარუსს შორის სტრატეგიულ თანამშრომლობასა და ქვეყნებს შორის ურთიერთობის დინამიურ განვითარებაზე მეტყველებს. შეთანხმების მთავარი საკითხებია თანამშრომლობა საქართველოს და ბელარუსის პარლამენტებს შორის, რომელიც მრავალმხრივ ურთიერთობას ითვალისწინებს, ასევე, თანამშრომლობას კომიტეტებსა და მეგობრობის ჯგუფებს შორის, თანამშრომლობა ეკონომიკური, ადამიანური რესურსების გაცვლის მიმართულებით. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნული კრების რესპუბლიკის საბჭოს თავმჯდომარე მიხაილ მიასნიკოვიჩი და ეროვნული კრების წარმომადგენლეთა პალატის თავმჯდომარე ვლადიმერ ანდრეიჩენკო საქართველოში მოიწვია", — განაცხადა ქართული დელეგაციის წევრმა, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ.

ბელარუსის ეროვნული სათათბიროს რესპუბლიკის საბჭოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას არანაირი დახურული თემა არა აქვს და ყველა საკითხი მხარეთა სრული ნდობის ფონზე განიხილება.

„შევთანხმდით, რომ ჩვენი შეხვედრები რეგულარულ ხასიათს მიიღებს. დაინტერესებულები ვართ, რომ გავაფართოვოთ ჰუმანიტარული კონტაქტები, ახალგაზრდებს შორის კავშირები, სამეცნიერო-ტექნოლოგიური, საგანმანათლებლო კონტაქტები. პარლამენტარები შექმნიან აუცილებელ, კომფორტულ პირობებს რათა ყველაფერი, რაზეც შევთანხმდით, განხორციელდეს", — განაცხადა მიასნიკოვიჩმა.

ალექსანდრე ლუკაშენკო - Sputnik საქართველო
ბელარუსის პრეზიდენტი საქართველოს 2018 წლის დასაწყისში ეწვევა

ირაკლი კობახიძე, დელეგაციის წევრებთან ერთად, ბელარუსს სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით ორშაბათს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში პარლამენტის თავმჯდომარე შეხვდა ბელარუსის პრეზიდენტს ალექსანდრ ლუკაშენკოს, სიტყვით გამოვიდა სტუდენტებისა და პროფესორების წინაშე უნივერსიტეტში და მათ ქვეყანაში განხორციელებული რეფორმები გააცნო. ამის შემდეგ მნას ბელარუსის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო პროფესორის წოდება მიანიჭეს.

ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია შეხვედრები ბელარუსის პრემიერ-მინისტრ ანდრეი კობიაკოვთან, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრ ვლადიმირ მაკეისთან და ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნული ბანკის თავმჯდომარე პაველ კალაურთან.

საქართველომ და ბელარუსმა დიპლომატიური ურთიერთობები 1994 წლის 6 იანვარს დაამყარეს.

ქვეყნებს შორის უვიზო რეჟიმი მოქმედებს. ბელარუსში საქართველოს საელჩო 2007 წელს გაიხსნა. ის მინსკის ცენტრში მდებარეობს. ბელარუსის დიპლომატიურმა მისიამ საქართველოში მუშაობა 2016 წელს დაიწყო.

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო საქართველოში ჩამოსვლას 2018 წლის პირველ ნახევარში გეგმავს. ეს ლუკაშენკოს პირველი ვიზიტი არ იქნება საქართველოში — ის თბილისს 2015 წლის აპრილში ეწვია.

 

ყველა ახალი ამბავი
0