საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ტურიზმის ინდუსტრიის შედეგები შეაჯამა

გამოწერა
საქართველოში ჩამოსული ტურისტების რაოდენობით რუსეთმა პირველობა აზერბაიჯანს დაუთმო და მეორე ადგილზე გავიდა.

თბილისი, 31 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს ისტორიაში პირველად 2019 წელს ქვეყანაში 9,3 მილიონი საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი დაფიქსირდა, აღნიშნულია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიმდინარე წლის შემაჯამებელ ანგარიშში. 

2018 წელთან შედარებით, წელს საქართველოში ვიზიტების რაოდენობა 7,1%-ით გაიზარდა. 

ტურისტები თბილისში - Sputnik საქართველო
ტაილანდელ ტურისტებს საქართველო სულ უფრო მეტად იზიდავს

ადმინისტრაციის მონაცემების თანახმად, ყველაზე ხშირად საქართველოს სტუმრობდნენ მეზობელი აზერბაიჯანიდან – 1,5 მილიონი ვიზიტი (7,1%-იანი ზრდა), მეორე ადგილზეა რუსეთი – 1,46 მლნ (4,7%), მესამეზე – სომხეთი – 1,3 მლნ (7,5% ზრდა).

რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა ტურისტულ ვიზიტებში.

2019 წლის დეკემბრის ჩათვლით საქართველოში 5 მილიონი ტურისტული ვიზიტი განხორციელდა. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6.8%-ია.

ადმინისტრაციაში აღნიშნეს, რომ საერთაშორისო მოგზაურებისგან შემოსულმა თანხამ 3 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა (35%-იანი ზრდა), აქედან ევროკავშირის ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტებისგან – 450,5 მლნ დოლარი (ზრდა – 19,5%).

ტურისტული სფეროს სირთულეები

საქართველო 2019 წელს ტურიზმიდან უფრო მეტ შემოსავალს ელოდა. თუმცა ივნისში განვითარებულმა მოვლენებმა, რასაც რუსეთი-საქართველოს პირდაპირი ავიარეისების აკრძალვა მოჰყვა, რუსეთიდან ტურისტული ნაკადი შეამცირა. 

ნათია თურნავა - Sputnik საქართველო
„რწმენა მაქვს“: ეკონომიკის მინისტრმა ლარის მომავალზე ისაუბრა

საქართველოს ეროვნული ბანკის შეფასებით, სანქციების შედეგად საქართველომ ვერ მიიღო მოსალოდნელი 300 მილიონი დოლარი.

ეს ყველაფერი განსაკუთრებით უარყოფითად აისახა სასტუმრო და საავიაციო ბიზნესზე. მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოს აეროპორტები 4,9 მლნ მგზავრს მოემსახურნენ, რაც 4%-ით აღემატება 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს, საქართველოს უმსხვილეს აეროპორტში მგზავრთა ნაკადის შემცირება შეიმჩნეოდა. 

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 11 თვეში მგზავრების ნაკადი 2%-ით შემცირდა, რისი კომპენსირებაც ბათუმისა (+3%) და ქუთაისის (+41%) აეროპორტებში მგზავრების რაოდენობის ზრდით მოხდა.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, პროგნოზის თანახმად, მოსალოდნელი იყო მგზავრთა ნაკადის 16%-ით მატება, მაგრამ ზრდის ტემპები საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების შეწყვეტის გამო შენელდა.

რა ზომებს მიმართა ხელისუფლებამ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ მიუხედავად სირთულეებისა, წელს საქართველომ საერთაშორისო მოგზაურების რეკორდულ რაოდენობას უმასპინძლა. 

ვალუტის გადამცვლელი პუნქტი - Sputnik საქართველო
ნათია თურნავა: ლარის კურსმა დაიწყო დასტაბილურება

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ხელისუფლებამ ივნისის მოვლენების შემდეგ, როდესაც ტურიზმი დიდი პრობლემის წინაშე აღმოჩნდა, შეიმუშავა ანტიკრიზისული გეგმა და ძალიან სწრაფად აღმოუჩინა დახმარება პატარა სასტუმროებსა და პანსიონატებს.

თურნავას განცხადებით, წელს გაფართოვდა პირდაპირი რეისების გეოგრაფია ევროპისა და მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში. შედეგად, ევროპელი ტურისტების ნაკადი 25%-ით გაიზარდა.

ყველა ახალი ამბავი
0