ნათია თურნავა: ლარის კურსმა დაიწყო დასტაბილურება

© Sputnik / Alexander Imedashviliვალუტის გადამცვლელი პუნქტი
ვალუტის გადამცვლელი პუნქტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეკონომიკის მინისტრი დარწმუნებულია, რომ ეროვნული ვალუტის სტაბილიზაციის პროცესი მომავალშიც გაგრძელდება, ხოლო კურსის უმნიშვნელო რყევები, მისი თქმით, ყოველთვის შეიძლება მოხდეს

თბილისი, 19 დეკემბერი — Sputnik. ეროვნული ვალუტის კურსმა დასტაბილურება დაიწყო, განაცხადა ბრიფინგზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ხუთშაბათს გამართული მთავრობის სხდომის შემდეგ.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მიღებული ზომების მიუხედავად ინფლაცია იზრდება >>

ექვს თვეში ლარი დოლარის მიმართ 10%-ით გაუფასურდა, ხოლო ანტირეკორდი ორჯერ დამყარდა. მას შემდეგ, რაც ლარის გაუფასურებამ ინფლაციის ზრდა გამოიწვია, ეროვნულმა ბანკმა ოთხჯერ გაამკაცრა მონეტარული პოლიტიკა და რეზერვების ნაწილი გაყიდა.

„მინდა, დაგარწმუნოთ, რომ ეროვნული ბანკისა და ეკონომიკური გუნდის გადაწყვეტილებების ფონზე, რაც მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას ეხებოდა, ჩვენ უნდა ველოდოთ მხოლოდ პოზიტიურ ტენდენციას ამ მიმართულებით. ლარის კურსმა დაიწყო დასტაბილურება. გარკვეული მოკლევადიანი რყევები ყოველთვის იქნება, რადგან თავისუფალი, მცურავი სავალუტო კურსი გვაქვს, მაგრამ მთლიანობაში, ყველა წინაპირობა არსებობს, რომ ჩვენი ეროვნული ვალუტის მსყიდველუნარიანობა გამყარდეს და ინფლაცია მოვთოკოთ“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ამის გარდა, თურნავამ მესამე კვარტალში მშპ-ს ზრდის მაჩვენებელი შეაფასა. „საქსტატის“ მონაცემებით, მშპ-ს რეალურმა ზრდამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5,8% შეადგინა.

პარლამენტის სხდომა - Sputnik საქართველო
საქართველოს პარლამენტმა სამი წლის ფულად-საკრედიტო პოლიტიკა დაამტკიცა

„ძალიან პოზიტიური შედეგები გვაქვს. მესამე კვარტალში ზრდა შეადგენს 5,8%-ს, რაც ჩვენს მოლოდინებს აჭარბებს. ექსპორტი მიმდინარე წლის ნოემბერში 25%-ით გაიზარდა, ეკონომიკური ზრდა მესამე კვარტალში კი იმაზე მაღალია, ვიდრე ველოდით. ექსპორტი კვლავაც რჩება ჩვენი ეკონომიკური ზრდის გამწევ ძალად“, - განაცხადა თურნავამ.

მისი თქმით, ქვეყანაში არსებობს შიდა გამოწვევები და დესტაბილიზაციის მცდელობები, მაგრამ მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ეს მოქალაქეთა ცხოვრებაზე ნეგატიურად არ აისახოს.

ყველა ახალი ამბავი
0