საქართველოს პარლამენტმა სამი წლის ფულად-საკრედიტო პოლიტიკა დაამტკიცა

© photo: Sputnik / Stringerპარლამენტის სხდომა
პარლამენტის სხდომა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საკანონმდებლო ორგანოში მიიჩნევენ, რომ მონეტარულ პოლიტიკაში ცვლილებების საბოლოო შედეგი ჯერ არ არის მიღწეული

თბილისი, 13 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა დებულება „2020-2022 წლების ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ძირითადი მიმართლებების შესახებ“, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში პარასკევს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ წარადგინა. 

Пассажирский самолет Катарских авиалиний вылетает из тбилисского аэропорта - Sputnik საქართველო
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა  რუსეთთან ავიამიმოსვლის შეწყვეტით გამოწვეულ დანაკარგზე ისაუბრა

 „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანული კანონის თანახმად, ეროვნული ბანკი პარლამენტს ყოველწლიურად დასამტკიცებლად წარუდგენს სამი წლის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს. დებულებაში მითითებულია ინფლაციის მიზნობრივი დონე და ინსტრუმენტები, რომელთაც ეროვნული ბანკი მითითებული დონის მისაღწევად გამოიყენებს. გარდა ამისა, დოკუმენტში განხილულია შესაძლო რისკები.

სიტყვით გამოსვლისას გვენეტაძემ ყურადღება გაამახვილა საქართველოში ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელზე, რომელიც 2020-2022 წლებისთვის 3%-ის დონეზეა დადგენილი.

მისი თქმით, ლარის გაუფასურებამ ინფლაციის მოლოდინი გაზარდა, რის შედეგადაც ეროვნულმა ბანკმა თავისი მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა, რეფინანსირების განაკვეთი კი 2,5%-ით გაიზარდა და 9%-ს მიაღწია.

 „საპროცენტო განაკვეთების ზრდა ეროვნული ვალუტით დანაზოგებს უფრო მიმზიდველს ხდის და ინვესტორებს ლარის ფასიანი ქაღალდების გამოყენებისკენ უბიძგებს, ეს კი ლარზე მოთხოვნის ზრდას და მის გამყარებას ეხმარება. გარდა ამისა, ეროვნულმა ბანკმა მის ხელთ არსებული სხვა ბერკეტებიც აამოქმედა, კერძოდ, განახორციელა ინტერვენციები და შეამცირა უცხოური ვალუტის სარეზერვო მოთხოვნები“, – განაცხადა გვენეტაძემ. 

ეროვნული ვალუტა ლარი - Sputnik საქართველო
საქართველოში მონეტარული პოლიტიკა კვლავ გამკაცრდა

თუმცა, მისი აზრით, ყველაზე ქმედითი ბერკეტი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთია. არსებული საბაზო პროგნოზით, წლიური ინფლაცია, სხვა თანაბარ პირობებში, მომავალი წლის მარტიდან შემცირებას დაიწყებს და წლის ბოლოსთვის მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს იქნება.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძის თქმით, 2018 წლიდან საქართველოში ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 3%-ია.

 „ჩვენნაირი მცირე, განვითარებადი და ღია ეკონომიკის მქონე ქვეყნისთვის ეს ოპტიმალური ნიშნულია, რისკენაც უნდა ვიმოძრაოთ, მაგრამ ახლა რეალობა განსხვავებულია“, – აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.

 „სახეზე გვაქვს მაღალი ინფლაცია – 11 თვის მონაცემებით 7% (თუმცა განსაკუთრებით მაღალია სურსათზე ფასების ზრდა). გარდა ამისა, მიმდინარე წლის დასაწყისიდან ლარი გაუფასურდა დაახლოებით 10%-ით და ზაფხულიდან უკვე აშკარად გამოიკვეთა, რომ ვალუტის კურსის ცვლილება ფასების ზრდაზე მნიშვნელოვნად აისახა", - განაცხადა დეპუტატმა.

რაც შეეხება სექტემბრიდან ეროვნული ბანკის ქმედებებს, როგორც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 9%-მდე თანმიმდევრულმა აწევამ, უცხოურ ვალუტაში მოზიდულ სახსრებზე მინიმალური რეზერვების ნორმის შემცირებამ 30-დან 25%-მდე და დროულმა ინტერვენციებმა სავალუტო ბაზარზე გარკვეული შედეგი უკვე გამოიღო, მაგრამ ფულად-საკრედიტო ინსტრუმენტებების გადაცემის არხების გათვალისწინებით სრული შედეგი ჯერ კიდევ წინაა.

ყველა ახალი ამბავი
0