„რწმენა მაქვს“: ეკონომიკის მინისტრმა ლარის მომავალზე ისაუბრა

გამოწერა
იმისათვის, რომ არ შემცირდეს ეკონომიკური ზრდა, მთავრობა აჩქარებს პრივატიზაციის პროცესს და ტურიზმის ექსპორტის განვითარებას უწყობს ხელს

თბილისი, 10 დეკემბერი — Sputnik. ქართული ეროვნული ვალუტა მყარდება და საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს აღნიშნული ტენდენციის შესანარჩუნებლად, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

თბილისის ხედი - Sputnik საქართველო
ეკონომიკის მთავარი გამოწვევა: საქართველოს ხელისუფლება ფასების ზრდას ებრძვის

ექვს თვეში ლარი დოლარის მიმართ დაახლოებით 10%-ით გაუფასურდა. გაცვლითი კურსის ვარდნის შემდეგ ინფლაციური წნეხის ნეიტრალიზაციის მიზნით ეროვნულმა ბანკმა სექტემბერიდან მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება დაიწყო. ამ პერიოდში რეფინანსირების განაკვეთი 6,5%-დან 8,5%-მდე, 2%-ით გაიზარდა.

ლარის გამყარებას თურნავა მთავრობისა და ეროვნული ბანკის კოორდინირებულ მუშაობას უკავშირებს.

„ლარის გამყარება არის ფაქტი. ეს არის მიმდინარე პროცესი. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს და არა მხოლოდ იმედი, რწმენა მაქვს, რომ ლარი განაგრძობს გამყარებას“, - განუცხადა ჟურნალისტებს მინისტრმა.

მისი თქმით, ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს შეაკავოს ინფლაცია და ამას წარმატებით აკეთებს.

„მეორე მხრივ კი, იმისთვის, რომ არ შეფერხდეს ეკონომიკური ზრდა ჩვენ ვაჩქარებთ პრივატიზაციას, ვაჩქარებთ წიაღისეულის ლიცენზირებას და სხვადასხვა ხერხით ხელს ვუწყობთ ექსპორტის განვითარებას და ტურიზმის განვითარებას“, - განაცხადა თურნავამ.

წამლები ახლოს და იაფად: საქართველოში სპეციალურ ვებ-პორტალს ქმნიან >>

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 11 დეკემბრისთვის ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 2,9089 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.

ყველა ახალი ამბავი
0