02:29 25 იანვარი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.1870
  • 100 RUB4.6730
  • USD2.8870
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
ქართულ–რუსული ურთიერთობები (146)
52 0 0

რუსული ენერგოჰოლდინგის ჰოლანდიური შვილობილი კომპანიები უკმაყოფილო არიან საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით – არ გაზარდოს ენერგოტარიფები ლარის დევალვაციასთან დაკავშირებით.

თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. „ინტერ-რაოს" სასამართლო გარჩევა საქართველოს მთავრობასთან სტოკჰოლმის არბიტრაჟსა და ლონდონში საინვესტიციო დავების განმხილველ მსოფლიო ბანკის საერთაშორისო ცენტრში გრძელდება და ამ ეტაპზე გარიგების დადების საკითხი მხარეებს შორის არ განიხილება, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

„ინტერ-რაოს" ჰოლანდიურმა შვილობილმა კომპანიებმა Gardabani Holdings B.V. და Silk Road Holdings B.V. ლონდონის საინვესტიციო დავების განმხილველ მსოფლიო ბანკის საერთაშორისო ცენტრში სარჩელი შეიტანეს. ასევე Gardabani Holdings-მა, თავად „ინტერ-რაომ" და მისმა ქართულმა შვილობილმა კომპანია „თელასმა" სარჩელი შეიტანეს საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ სტოკჰოლმის არბიტრაჟში. რუსული ენერგოჰოლდინგის ვერსიით, საუბარია საქართველოს მხრიდან ვალდებულების დარღვევაზე, რომელიც, საქართველოსა და ნიდერლანდებს შორის „ინვესტიციების სტიმულირებისა და ურთიერთდაცვის შესახებ“ შეთანხმების თანახმად, გულისხმობს ინვესტიციებისადმი სამართლიან და თანასწორ დამოკიდებულებას. კერძოდ, დავა შეეხება ლარის დევალვაციასთან დაკავშირებით ენერგოტარიფების მომატებაზე საქართველოს ხელისუფლების უარს.

„ამ ეტაპზე დავა მიმდინარეობს, გრძელდება ჩვეულებრივი წესით. ეს არის საერთაშორისო არბიტრაჟი, რომელსაც გააჩნია თავისი წესი. ვაგრძელებთ ჩვენი არგუმენტების წარდგენას სასამართლოში და მორიგებაზე ამ ეტაპზე მსჯელობა არ მიმდინარეობს", – განაცხადა ნათია თურნავამ პრესკონფერენციაზე მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

სასარჩელე მოთხოვნების თანხა ლონდონის საინვესტიციო დავების განმხილველ მსოფლიო ბანკის საერთაშორისო ცენტრში 175 მილიონი აშშ დოლარია, სტოკჰოლმის არბიტრაჟში – 123 მილიონი დოლარი.

„ინტერ რაომ" საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ მორიგი სარჩელი შეიტანა>>

„ინტერ-რაომ" საქართველოში 2011 წელს ორი ჰესი შეისყიდა – „ხრამი-1" და „ხრამი-2". მათი 100%-იანი წილის მფლობელია ნიდერლანდური შვილობილი კომპანია. ჰოლდინგს ასევე ეკუთვნის კომპანია „თელასის" 75,11%.

თემები:
ქართულ–რუსული ურთიერთობები (146)

მთავარი თემები