„ინტერ რაოს“ ხელმძღვანელობამ თბილისში ბიზნესის განვითარება განიხილა

© Sputnik / Alexander Imedashviliმაღალი ძაბვის ხაზები საცხოვრებელ კვარტალში
მაღალი ძაბვის ხაზები საცხოვრებელ კვარტალში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა და „ინტერ რაოს“ ხელმძღვანელობამ ელექტროენერგიის იმპორტის საკითხები განიხილეს

თბილისი, 28 იანვარი — Sputnik. რუსული კომპანია „ინტერ რაოს“ ბიზნესის განვითარების გეგმები განიხილებოდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის შეხვედრაზე რუსული ენერგოჰოლდინგის ხელმძღვანელობასთან.

„შეხვედრაზე „ინტერ რაოს“ წარმომადგენლებმა ისაუბრეს კომპანიის საზღვარგარეთის აქტივების განვითარების სტრატეგიაზე, მათ შორის საქართველოში. შეხვედრაზე მხარეებმა ასევე, განიხილეს ელექტროენერგიის იმპორტისა და მიმდინარე ტექნიკური საკითხები“, — ნათქვამია უწყების ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

თბილისის ელექტროგამანაწილებელი კომპანია „თელასი“ - Sputnik საქართველო
თბილისის ელქსელებში 2017 წელს ჩადებულმა ინვესტიციებმა 41,4 მლნ ლარს გადააჭარბა

„ინტერ რაომ“ 2011 წელს საქართველოში 227 მეგავატის საერთო სიმძლავრის ორი ჰესი შეიძინა — ხრამი-1 და ხრამი-2, რომელთა 100%-ს მისი ნიდერლანდური შვილობილი კომპანია ფლობს. ჰოლდინგს ასევე „თელასის“ 75,11% ეკუთვნის. 

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის ზაფხულში რუსული ენერგოჰოლდინგ „ინტერ რაოს“ ორმა შვილობილმა კომპანიამ საქართველოს მთავრობას ორი სარჩელით მიმართა და ლარის დეველვაციასთან დაკავშირებით ენერგოტარიფების გაზრდაზე მიღებული უარის გამო 300 მილიონი დოლარის ზარალის ანაზღაურება მოსთხოვა.

2017 წლის დეკემბერის ბოლოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნულმა მარეგულირებელმა კომისიამ „თელასის“ აბონენტთათვის ტარიფი გაზარდა.


ყველა ახალი ამბავი
0