01:20 12 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2697
  • 100 RUB4.6355
  • USD2.9633
მაია ცქიტიშვილი

ცქიტიშვილი: ინვესტიციების დინამიკა პოზიტიურია

© photo: Ministry of Regional Development and Infrastructure of Georgia / FB
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს ეკონომიკა (307)
39 0 0

საქართველოს ხელისუფლება მიიჩნევს, რომ საზღვარგარეთიდან ინვესტიციების შემცირება რამე ფუნდამენტურ რისკს არ უკავშირდება

თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. მიუხედავად ბოლო დროს საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირებისა, არის პოზიტიური დინამიკა, განაცხადა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი 2020 წელს საქართველოს ეკონომიკის ზრდის შემცირებას ვარაუდობს>>

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2019 წლის მეორე კვარტალში 53,7%-ით შემცირდა გასული წლის ამავე პერიოდის დაზუსტებულ მონაცემებთან შედარებით და 187 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

„ჩვენ თუ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ბოლო პერიოდში ნამდვილად გვქონდა ინვესტიციების კლება, დარწმუნებულები ვართ, რომ ეს არის კლება, რომელიც კონკრეტულ ვადებთან და პროექტების დასრულებასთან არის დაკავშირებული. თუმცა მთლიანობაში ინვესტიციების დინამიკა წელს არის პოზიტიური", - განაცხადა ცქიტიშვილმა.

ინვესტიციების შემცირების ძირითად მიზეზებს შორის სახელდება მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის დასრულება, ასევე რამდენიმე საწარმოს საქართველოს რეზიდენტების საკუთრებაში გადასვლა.

საქართველოს ხელისუფლება მიიჩნევს, რომ საზღვარგარეთიდან ინვესტიციების შემცირება რამე ფუნდამენტურ რისკს ან საინვესტიციო გარემოს გაუარესებას არ უკავშირდება

ამასთან, ქვეყნის ხელმძღვანელობა აქტიურ ნაბიჯებს დგამს ინვესტიციების მოსაზიდავად მაღალი დამატებითი ღირებულების სექტორებში, რაც ხელს შეუწყობს ექსპორტის ზრდით გამოწვეული ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას, და გარე ფაქტორების მხრიდან მოწყვლადობის შემცირებას, განმარტა უფრო ადრე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

თემები:
საქართველოს ეკონომიკა (307)

მთავარი თემები