Standard & Poor's საქართველოს საკრედიტო რეიტინგს ზრდის

© photo: Sputnik / Vitaly Belousov / გადასვლა მედიაბანკშიკომპანია Standard & Poor's-ის ლოგო
კომპანია Standard & Poor's-ის ლოგო - Sputnik საქართველო
გამოწერა
სააგენტო მნიშვნელოვნად მიიჩნევს საქართველოში რეფორმების გაგრძელებას და მოსახლეობის შემოსავლების ზრდას

თბილისი, 12 ოქტომბერი — Sputnik. საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ Standard & Poor საქართველოს მთავრობის გრძელვადიანი სუვერენული საკრედიტო რეიტინგები BB დონემდე გაზარდა, პროგნოზი სტაბილურია, ნათქვამია სააგენტოს პრესრელიზში.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ რეიტინგის ზრდის მიზეზი მთავრობისა და ეროვნული ბანკის პოლიტიკური ინიციატივებია, რომლებმაც ხელი უნდა შეუწყონ ზრდას, მაშინაც კი, თუ საკვანძო საგარეო სავაჭრო პარტნიორები უფრო სუსტ ეკონომიკურ დინამიკას აჩვენებენ.

გვენეტაძე NDI-ს გამოკითხვაზე: „ქვეყანაში ეკონომიკის ზრდის კარგი მაჩვენებელია" >>

ამასთან, საქართველოს ეროვნული ბანკი აგრძელებს უცხოური ვალუტის რეზერვების დაგროვებას როგორც მთლიანი, ისე წმინდა ფორმით, რაც ხელს შეუწყობს საგადახდო ბალანსის რისკების შემცირებას.

„სტაბილური პროგნოზი ასახავს რისკების ბალანსს, ერთი მხრივ, ინსტიტუციური საპირწონეების გარკვეული ეროზიის პოტენციალსა და საგარეო დაუცველობას და მეორეს მხრივ, საქართველოს განვითარების პერსპექტივებს შორის”, - ნათქვამია პრესრელიზში.

სააგენტო აღნიშნავს, რომ მას შეუძლია მომავალში რეიტინგის გაზრდა, თუ საქართველოს ზრდის ტემპები გამოიწვევს შემოსავლების უფრო მაღალ დონეს, ხოლო ექსპორტი დივერსიფიცირებული გახდება, როგორც პროდუქციის, ისე გეოგრაფიის თვალსაზრისით.

„რეიტინგებზე ზეწოლა კლების მიმართულებით შეიძლება გაიზარდოს, თუ საქართველოს ინსტიტუციური მექანიზმები შესუსტდება და გამოიწვევს პოლიტიკის ნაკლებად პროგნოზირებად ჩამოყალიბებას, ასევე ბიზნესის ნდობას და ზრდის პერსპექტივებს ზიანს მიაყენებს“, - ნათქვამია პრესრელიზში.

რუსეთში ფრენების აკრძალვის ზემოქმედება ეკონომიკაზე

Standard & Poor's მიიჩნევს, რომ თბილისში აგორებული საპროტესტო აქციების სერიის შემდეგ ივლისიდან რუსეთის მიერ საქართველოში ფრენების აკრძალვამ, სავარაუდოდ, 2018 წელთან შედარებით, ტურიზმის შემოსავლების შემცირება გამოიწვია.

აეროპორტი - Sputnik საქართველო
ფრენები საქართველოში: საქართველოს აეროპორტებმა დაგეგმილზე ნაკლები მგზავრები მიიღეს

„თუმცა, რუსული სანქციების გავლენა შედარებით შეზღუდული იყო, რადგან ის შემოიფარგლებოდა მხოლოდ პირდაპირი ფრენებით, და არ ვრცელდებოდა სხვა სფეროებზე, მაგალითად, ქართულ ღვინოზე, და ასევე არ იყო არანაირი შეზღუდვები ქართულ სამუშაო ძალაზე რუსეთში, რომელიც არის ფულადი გზავნილების შემოდინების მნიშვნელოვანი, თუმცა კლებადი წყარო”, - ნათქვამია პრესრელიზში.

მიუხედავად ამისა, სააგენტო აღნიშნავს, რომ საქართველოში რუსი ტურისტების ჩამოსვლა ხმელეთით და ფრენები სხვა მიმართულებებზე გრძელდება.

„ჩვენ გვესმის, რომ რუსეთის ხელისუფლებას აქვს საშუალება გააუქმოს ემბარგო, როგორც ეს მათ ბოლოდროინდელ კომენტარებში იყო მითითებული”, - აცხადებს Standard & Poor's.

საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი

სააგენტომ საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 4%-დან 4,5%-მდე გაზარდა.

„საქართველოს ეკონომიკა წლის პირველ ნახევარში რეალურ ასახვაში თითქმის 5%-ით გაიზარდა. მათ შორის, წლის მეორე ნახევარში უმნიშვნელო კლების ჩათვლით - ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების შემცირების და ლარის გაუფასურების შემდეგ მოხმარების კლების კუთხით - ჩვენ 2019 წელს რეალური მშპ-ს ზრდას 4,5%-ის დონეზე ვვარაუდობთ“, - ნათქვამია პრესრელიზში.

Standard & Poor– ის ანალიტიკოსების მოლოდინებით, საპროგნოზო პერიოდში ზრდა ზომიერი იქნება რუსეთსა და თურქეთში დაბალი ზრდისა და ევროკავშირში ზრდის შენელების გამო, სადაც ქართული ექსპორტის 20%-ზე მეტი გადის, ასევე ისინი ელოდებიან მოხმარების უფრო შენელებულ ზრდას, რომელიც დაკრედიტების ზრდის შენელებით არის გამოწვეული.

გიორგი გახარია მთავრობის სხდომაზე - Sputnik საქართველო
გახარია: ეკონომიკური ზრდა მოქალაქეებზე უნდა აისახოს

„ჩვენ კვლავ განვიხილავთ თურქული ლირისა და რუსული რუბლის პოტენციურ ცვალებადობას, როგორც შემცირების რისკს. ორივე ქვეყანა მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია. მათზე ექსპორტის 20% და შემოსული ფულადი გზავნილების 40% მოდის“, - ნათქვამია პრესრელიზში.

ამავე დროს, სააგენტო მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკა უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე რეგიონის სხვა ქვეყნებში. ხელისუფლების მიერ რეფორმის გაგრძელებამ შეიძლება ზრდის დამატებითი სტიმულირება გამოიწვიოს, განსაკუთრებით გრძელვადიან პერსპექტივაში.

კერძოდ, მიმდინარე ინიციატივები მოიცავს:

- ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარება და პრიორიტეტად კაპიტალური ხარჯების და არა მიმდინარე საბიუჯეტო ხარჯების განსაზღვრა;

- ბიზნესგარემოს გაუმჯობესება, მათ შორის, კერძო პარტნიორობის ახალი სისტემის დანერგვის, დეპოზიტების დაზღვევის, მიწის რეფორმის და საპენსიო რეფორმის გზით;

- საგადასახადო რეფორმები, რომლებიც მიზნად ისახავს დამატებული ღირებულების გადასახადის ანაზღაურების გამარტივებას;

- განათლების რეფორმა.

კარის დამამზადებელი ქარხანა - Sputnik საქართველო
საქართველოს ეკონომიკის ზრდა 2018 წელს პროგნოზზე დაბალია

ზრდის კარგი პერსპექტივის მიუხედავად, სააგენტო ელოდება, რომ საქართველოში  2022 წლამდე ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი დარჩება მოკრძალებული - 5000 დოლარზე ქვემოთ. ეს მეტწილად ასახავს დაბალ საწყის ბაზას, რასაც მოწმობს დაბალი დამატებული ღირებულების მქონე საქონლის ექსპორტის სიჭარბე.

„სოფლის მეურნეობის სექტორში, რომელშიც საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილია დასაქმებული (სსფ-ს შეფასებით, სამუშაო ადგილების დაახლოებით 40% სოფლის მეურნეობას უკავშირდება), შრომის ნაყოფიერება რჩება შედარებით დაბალი, რაც ამძიმებს საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს საშუალო მაჩვენებელს. ეს, თავის მხრივ, კვლავაც ანელებს სუვერენულ რეიტინგებს“, - ხაზს უსვამს Standard & Poor's.

ყველა ახალი ამბავი
0