გვენეტაძე NDI-ს გამოკითხვაზე: „ქვეყანაში ეკონომიკის ზრდის კარგი მაჩვენებელია"

© Photo: courtesy of NBKR press serviceკობა გვენეტაძე
კობა გვენეტაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
NDI-ს კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 60%-ზე მეტს ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა არ მოსწონს.

თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ეკონომიკა განაგრძობს ზრდას, მიუხედავად „გარე შოკისა", განუცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ჟურნალისტებს.

ასეთი კომენტარი გააკეთა გვენეტაძემ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებზე. გამოკითხვა აშშ-ის ეროვნულმა დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) ჩაატარა. გამოკითხვის თანახმად, რესპონდენტების 63%-მა უარყოფითი შეფასება მისცა ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობას. საშუალო შეფასება მისცა 31%-მა, ხოლო კარგი – 4%-მა.

ეროვნული ვალუტა - Sputnik საქართველო
მინისტრი: ლარი გამყარებას დაიწყებს

„თუ შევხედავთ ეკონომიკურ ზრდას ქვეყანაში, ვფიქრობ, რომ არის საკმაოდ კარგი მაჩვენებელი. მოდით, არ დაგვავიწყდეს, რომ საკმაოდ რთულ პერიოდში ვცხოვრობთ. ზოგადად გლობალური ეკონომიკა არის რისკის ქვეშ, რომ ზრდა იმაზე დაბალი იყოს, ვიდრე პროგნოზირებული იყო იმავე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ. რა თქმა უნდა, გლობალური ეკონომიკის საკითხები და პრობლემები გადაეცემა რეგიონულ ეკონომიკას და შემდეგ ქვეყნებსაც", – განაცხადა გვენეტაძემ.

მან აღნიშნა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ქვეყნის მდგრადობა გარე ფაქტორების მიმართ.

„ვფიქრობ, ამ შემთხვევაში მთავარია, გაიზარდოს ქვეყნის მდგრადობა სხვადასხვა შოკების მიმართ, რაც საქართველოში დღეს სახეზეა, თუნდაც ის საგარეო შოკი, რაც ქვეყანამ ივნისში გაიარა და, ამის მიუხედავად, ჯერჯერობით ზრდა კარგ მაჩვენებელზე ნარჩუნდება. ეს იმის მაჩვენებელია, რომ სწორი მაკროეკონომიკური პოლიტიკა კიდევ უფრო გააძლიერებს მდგრადობას შოკების მიმართ", – განაცხადა გვენეტაძემ.

ყველა ახალი ამბავი
0