საერთაშორისო სავალუტო ფონდი 2020 წელს საქართველოს ეკონომიკის ზრდის შემცირებას ვარაუდობს

© photo: Sputnik / Nataliya Seliverstova / გადასვლა მედიაბანკშისაერთაშორისო სავალუტო ფონდი
საერთაშორისო სავალუტო ფონდი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სსფ-ის პროგნოზით, საქართველოში ფასები მიმდინარე წელს გაიზრდება 4,2%-ით, ხოლო მომავალ წელს – 3,8%-ით.

თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (სსფ) საქართველოში 2020 წლისთვის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდის პროგნოზი 5%-დან 4,8%-მდე შეამცირა, ნათქვამია ფონდის რეგულარულ მიმოხილვაში World Economic Outlook.

კომპანია Standard & Poor's-ის ლოგო - Sputnik საქართველო
Standard & Poor's საქართველოს საკრედიტო რეიტინგს ზრდის

ოქტომბრის გამოშვებაში „მსოფლიო ეკონომიკა: სინქრონიზებული შენელება, მერყევი პერსპექტივები" სსფ პროგნოზირებს მსოფლიო ზრდის მცირე დაჩქარებას 2019 წელს 3%-დან 3,4%-მდე 2020 წელს. ეს აპრილის პროგნოზების კიდევ ერთი გადახედვაა შემცირების მხარეს 0,2 პროცენტით. თუმცა, სინქრონიზებული შენელებისგან განსხვავებით, ეს ზრდის აღდგენა შეზღუდულია ტერიტორიების სხვადასხვაობით და არასტაბილური.

წინა, აპრილის მოხსენებაში სსფ 2019 წელს საქართველოში ვარაუდობდა მშპ-ის 4,6%-მდე ზრდას, ხოლო 2017 წელს – 5%-მდე. საქართველოს მთავრობა, თავის მხრივ, ეკონომიკურ ზრდას 5%-ის დონეზე პროგნოზირებს.

საქართველოს ეკონომიკა – ყველაზე წარმატებული მიმართულებები>>

რაც შეეხება ინფლაციას, სსფ მიმდინარე წელს საქართველოში ვარაუდობს 4,2%-იან ნიშნულს, ხოლო 2020 წელს – 3,8%-ს. საქართველოს ეროვნული ბანკის მიზნობრივი ინფლაციის მაჩვენებელი 3%-ს შეადგენს, ხოლო ბიუჯეტი გადათვლილია 4,6%-იანი ინფლაციიდან გამომდინარე.

საქართველოს პრაქტიკულად ყველა მეზობელ ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის შესახებ სსფ-ის პროგნოზები ანალოგიურია. კერძოდ, სსფ-ის პროგნოზის თანახმად, სომხეთში მშპ-ის ზრდა შენელდება და 1,9%-ს შეადგენს, რუსეთში – 1,8%-ს, აზერბაიჯანში – 3%-ს. თურქეთში სსფ წელს ვარაუდობს 3,8% ზრდას, ხოლო მომავალ წელს – 3,4%-ს.

ყველა ახალი ამბავი
0