საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი შეიცვლება: რაზე დაიხარჯება მილიონები

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს ფინანსთა სამინისტრო
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს კონსოლიდირებულ ბიუჯეტში საგადასახადო შემოსავლები 30 მილიონი ლარით გაიზრდება.

თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ პარლამენტს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი წარუდგინა, რომლის მიხედვით ბიუჯეტში შემოსავლები 92,8 მილიონი ლარით გაიზრდება, ხოლო ხარჯები – 223,1 მილიონი ლარით.

სახელმწიფო ბიუჯეტი გათვლილია კურსით 2,9638 GEL/$1.

ცვლილებების თანახმად, ბიუჯეტში შემოსულობები გაიზრდება 92,8 მილიონი ლარით და დაახლოებით 13 მილიარდს შეადგენს. სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები გაიზრდება 52,7 მილიონი ლარით და შეადგენს 10,5 მილიარდ ლარზე მეტს. ამასთან, შემოსავლები გადასახადებიდან არ შეიცვლება.

ნათია თურნავა - Sputnik საქართველო
დასახელდა 2020 წლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტები

რაც შეეხება ბიუჯეტის ხარჯებს, ის გაიზრდება 223,1 მლნ ლარით და 13,3 მილიარდზე მეტს შეადგენს.

ბიუჯეტში ცვლილებების მიზეზები

ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი უცვლელი რჩება – 4,5% მშპ-ის 4,5%-იანი დეფლატორის პირობებში, ხოლო ინფლაციის საშუალოვადიანი დონე 4% ნიშნულზე რჩება.

ამას გარდა, მიუხედავად იმისა, რომ საგადასახადო შემოსავლები წინა ნიშნულზე დარჩება, კონსოლიდირებული ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების პროგნოზირებადი მაჩვენებელი გაიზრდება 30 მლნ ლარით და 11,3 მილიარდზე მეტს შეადგენს.

მოწევა კიდევ გაძვირდება: გეგმაშია ასაწონ თამბაქოზე გადასახადის გაზრდა>>

2019 წლის ბიუჯეტში დამატებითი რესურსების მობილიზაცია ასევე სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გამოშვების ხარჯზე მოხდება. 2019 წელს სულ დაგეგმილია 900 მილიონი ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდების გამოშვება, ნაცვლად დაგეგმილი 400 მლნ ლარისა.

რაზე დაიხარჯება ფული

სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით სახსრებს მიიღებს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო. სკოლამდელი და ზოგადი განათლების ასიგნება 95 მლნ ლარით გაიზრდება და 845,5 მლნ ლარს შეადგენს. ეს სახსრები დაიხარჯება იმ პედაგოგების კომპენსაციებზე, რომლებიც პენსიაზე გადიან, ასევე პედაგოგების ნაწილის ხელფასების გაზრდაზე.

საქართველოს პედაგოგებს ახალი წლიდან ხელფასი გაეზრდებათ>>

ბიუჯეტში გათვალისწინებულია რიგი სამინისტროების დაფინანსების ზრდა სხვადასხვა პროექტის განხორციელებისთვის.

ასევე მეტ თანხას მიიღებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ხარჯების დინამიკიდან და წლის ბოლომდე დაგეგმილი ვიზიტებიდან და ღონისძიებებიდან გამომდინარე.

ლევან სურგულაძე - Sputnik საქართველო
რამდენმა ადამიანმა დატოვა დაგროვებითი პენსიის სისტემა

20 მლნ ლარით გაიზრდება ასიგნება დაგროვებითი პენსიის სქემის თანადაფინანსებისთვის იქიდან გამომდინარე, რომ სქემაში იმაზე მეტი ადამიანი დარჩა, ვიდრე ვარაუდობდნენ.

ამას გარდა, დაგეგმილია საქართველოს რეგიონებში პროექტების განხორციელებისთვის ფონდის მოცულობის 130 მლნ ლარით გაზრდა. ფული ახალ მუნიციპალურ პროგრამებზე წავა.

ლარის კურსის მერყეობის გამო 43 მლნ ლარით გაიზრდება სახელმწიფო საგარეო ვალდებულებების მომსახურება და დაფარვა და დაახლოებით 1,3 მლრდ ლარს შეადგენს.

ყველა ახალი ამბავი
0