საქართველოს პედაგოგებს ახალი წლიდან ხელფასი გაეზრდებათ

© photo: MES Georgia / FBმიხეილ ბატიაშვილი
მიხეილ ბატიაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
განათლების სამინისტროში პირობას დებენ, რომ 2022 წლისთვის მასწავლებლები კიდევ უფრო გაზრდილ ხელფასს მიიღებენ

თბილისი, 27 აგვისტო — Sputnik. საქართველოში განათლების მასშტაბური რეფორმის ფარგლებში ახალი სასწავლო წლიდან მასწავლებლების ხელფასი იზრდება - ამის შესახებ ქვეყნის პედაგოგებთან შეხვედრაზე განაცხადა განათლების, მეცნიერები, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა.

გაკვეთილი - Sputnik საქართველო
მასწავლებლობის მსურველებმა უნდა იჩქარონ – განცხადებების მიღება სრულდება

საქართველოში განათლების მასშტაბური რეფორმა მიმდინარეობს. ექსპერტებმა მოამზადეს რეფორმის ათი პაკეტი, რომელიც ყველა მიმართულებას მოიცავს, რეფორმები ოთხ წელიწადს გაგრძელდება და გამიზნულია იმაზე, რომ საქართველო იქცეს საგანმანათლებლო ცენტრად და რეგიონის ლიდერად.

ბატიაშვილის თქმით, უწყების წინაშე მდგარი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა საშუალო განათლების რეფორმა და ის ცვლილებები, რომელიც საქართველოს სკოლებში ხორციელდება.

„მასწავლებელთა სახელფასო ზრდის ისტორიაში, სწორედ ახლა ხორციელდება უპრეცედენტო და თანმიმდევრული პოლიტიკის პირველი ეტაპი. კერძოდ, 2019 წლის ოქტომბრის დასაწყისში ყველა პედაგოგს, რომელსაც აქვს სტატუსი და მინიმუმ 15 საგაკვეთილო საათი, ანაზღაურება გაეზრდება 150 ლარით“, - განაცხადა მინისტრმა.

საქართველოში სკოლის პედაგოგები ოთხ კატეგორიად იყოფიან: პირველ საფეხურზე არიან პედაგოგი–პრაქტიკოსები, მეორეზე–უფროსი პედაგოგები, მესამეზე – წამყვანი და მეოთხეზე მენტორი–მასწავლებლები.

 ასე, მაგალითად უფროსი მასწავლებლები მიიღებენ 1011 ლარს, წამყვანი მასწავლებლები - 1435 ლარს, მენტორი მასწავლებლები - 1745 ლარს.

პირველი ექსპერიმენტული სკოლა - Sputnik საქართველო
სკოლებში პედაგოგთა დეფიციტია

იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებლები მეტი საგაკვეთილო საათით დაიტვირთებიან, მათ ხელფასი კიდევ უფრო მეტად გაეზრდებათ. პედაგოგებს, რომლებსაც 15 საგაკვეთილო საათზე ნაკლები ექნებათ, ხელფასი საშუალოდ 100 ლარით გაეზრდებათ.

მოსალოდნელია, რომ მიმდინარე წლის შემოდგომაზე განათლების სისტემაში გაზრდილი სტატუსის მქონე 33 ათასი პედაგოგი იქნება.

განათლების სამინისტროში პირობას დებენ, რომ პედაგოგებისთვის ანაზღაურების ზრდის ტენდენცია შენარჩუნდება და 2022 წლისათვის უფროსი მასწავლებელი - 1700 ლარს, წამყვანი მასწავლებელი - 2135 ლარს, ხოლო მენტორი მასწავლებელი - 2445 ლარს მიიღებს.

აღსანიშნავია, რომ მასწავლებლების გარდა, 2019 წლის 1 ოქტომბრიდან საშუალოდ 20%-ით მოემატება ხელფასები საჯარო სკოლების ადმინისტრაციასაც: ტექნიკურ პერსონალს, სასკოლო ექიმებსა და ინკლუზიური განათლების სპეციალისტებს. ასევე გაზრდილ ხელფასებს მიიღებენ ის პირები, რომლებიც სკოლის უსაფრთხოებაზე აგებენ პასუხს. მათი ხელფასის დანამატი 125 ლარს შეადგენს.

დიდ თონეთში მოითხოვენ იმ სკოლის აღდგენას, რომელშიც ვაჟა-ფშაველა ასწავლიდა >>

ახალი სასწავლო წლიდან გაზრდილ ხელფასს მიიღებენ საგანმანათლებლო რესურს-ცენტრების თანამშრომლებიც. რესურს-ცენტრის უფროსის ხელფასი 250 ლარით გაიზრდება და 1450 ლარს გაუტოლდება. მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ხელფასი 150 ლარით გაიზარდება და 950 ლარს შეადგენს. 150 ლარით გაეზრდება პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის ხელფასიც, ის 850 ლარს შეადგენს.

სკოლა, პედაგოგი - Sputnik საქართველო
სკოლის დატოვების სურვილი პენსიონერი პედაგოგების ნახევარმა გამოთქვა

სკოლები დამატებით დაფინანსებას მიიღებენ ფულადი პრემიის გასაცემად იმ მასწავლებლებისთვის, რომლებმაც გადაწყვიტეს აღარ გააგრძელონ მუშაობა და უარი განაცხადეს „მინიმალური კომპეტენციის“ სავალდებულო გამოცდის ჩაბარებაზე. ცნობილია, რომ დაახლოებით 6 ათასმა პრაქტიკოსმა მასწავლებელმა ფულადი თანხის მიღება ამჯობინა.

1-6 კლასებში განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეების სწავლების ხელშეწყობის მიზნით სკოლები ყოველ თვე 600 ლარის ოდენობის თანხას მიიღებენ.

ქართველ მასწავლებლებთან შეხვედრას ესწრებოდა ასევე პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, რომელმაც განაცხადა, რომ პედაგოგების ხელფასი ქვეყანაში ერთ-ერთ მწვავე საკითხია.

„შრომის ანაზღაურება ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული საკითხი იყო. ს ემოციურადაც პირადად ჩემთვის იყო უმძიმესი ტვირთი, როდესაც მარტივ ციფრებში ვხედავდი, რომ საქართველოში მასწავლებლის ხელფასი საშუალო ხელფასს ორჯერ ჩამორჩებოდა.  ბუნებრივია, ასეთი პოლიტიკით და მიდგომებით 21-ე საუკუნეში ქვეყანას წარმატება ვერ ექნებოდა. ამიტომ, ჩვენ გვჭირდება რადიკალური ცვლილებები“, - განაცხადა პრემიერმა.

ყველა ახალი ამბავი
0