დიდ თონეთში მოითხოვენ იმ სკოლის აღდგენას, რომელშიც ვაჟა-ფშაველა ასწავლიდა

გამოწერა
ადგილობრივები ოცნებობენ, რომ ნანგრევების ადგილზე გაჩნდეს თანამედროვე სკოლა, რომელიც მწერლებისთვის კულტურულ ცენტრად გადაიქცევა.

თბილისი, 26 აგვისტო — Sputnik. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი თონეთის მოსახლეობამ რაიონის ხელმძღვანელობას სოფლის სკოლის აღდგენის თხოვნით მიმართა, რომელშიც რამდენიმე წლის განმავლობაში დიდი ვაჟა-ფშაველა ასწავლიდა.

ვაჟა-ფშაველა სოფელ დიდ თონეთში 1884 წელს ჩავიდა, როდესაც სანქტ-პეტერბურგიდან დაბრუნდა, და იქ 1888 წლის ჩათვლით მუშაობდა.

ვაჟა-ფშაველა - Sputnik საქართველო
სადაც არაა პიროვნება თავისუფალი, იქ ერი დამონებულია

როგორც გაზეთი „ახალი თაობა" წერს, იმ სკოლის აღდგენის ინიციატივა, რომლის ადგილზეც ნანგრევებია შემორჩენილი,  ადგილობრივ საზოგადო მოღვაწე დათია ბადალაშვილს ეკუთვნის, რომელმაც რამდენიმე წლის წინ სოფელში ერთადერთი ბიბლიოთეკა დააარსა.

ბადალაშვილის განცხადებით, თავის დროზე შენობა ორიარუსიანი იყო. ერთ იარუსში განთავსებული იყო სკოლა, ხოლო მეორეში ვაჟა-ფშაველა ცხოვრობდა ოჯახთან ერთად.

დიდი თონეთის მოსახლეობა ნანგრევების ადგილზე თანამედროვე სტანდარტების სკოლის აშენებას ითხოვს, რომელიც მწერლების, ბიბლიოთეკარებისა და მასწავლებლებისთვის კულტურულ ცენტრად გადაიქცევა.

ადგილობრივების აზრით, ახალი სკოლა რეგიონში ტურისტებსა და დიდი პოეტის შემოქმედების თაყვანისმცემლებს მიიზიდავს.

ყველა ახალი ამბავი
0