04:24 22 ოქტომბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.3158
  • 100 RUB4.6607
  • USD2.9701
მუშები მშენებლობაზე

რატომ გაიზარდა მოთხოვნილება უძრავ ქონებაზე: საქართველოს ეროვნული ბანკი განმარტავს

© Sputnik / Alexander Imedashvili
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს ეკონომიკა (272)
102 0 0

საქართველოში სამშენებლო სექტორი სწრაფი ტემპით ვითარდება, სულ უფრო მეტ ინვესტიციას იზიდავს და ახალ სამუშაო ადგილებს ქმნის

თბილისი, 18 სექტემბერი – Sputnik. საქართველოში უძრავ ქონებაზე მოთხოვნილება 2018 წელს მაღალ დონეზე შენარჩუნდა, რასაც ხელი შეუწყო ბინებზე ხელმისაწვდომობის გაზრდამ, ნათქვამია ეროვნული ბანკის „ფინანსური სტაბილურობის ანგარიშში“.

საქართველოს ეკონომიკა კვლავ იზრდება - „საქსტატმა“ ახალი მონაცემები გამოაქვეყნა >>

მოთხოვნილებაზე დადებითად აისახა ხელფასების მატება, შემცირებული საპროცენტო განაკვეთი და უძრავ ქონებაზე გრძელვადიანი კრედიტების ხელმისაწვდომობა. საცხოვრებელ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ტრანზაქციები 2018 წელს საქართველოში 22%–ით გაიზარდა, თბილისსა და ბათუმში – 33% და 15%–ით.

ბინებზე მოთხოვნილების გარკვეული ნაწილი საინვესტიციო ხასიათისა იყო, განსაკუთრებით შავი ზღვის საკურორტო ქალაქ ბათუმში. ამ ქალაქის ეკონომიკა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ტურისტების ნაკადზე, განსაკუთრებით რეგიონის ქვეყნებიდან.

საქართველოში ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა მრავალბინიანი სახლების შეთავაზება. 2012 წლიდან არსებითად გაიზარდა გაცემული სამშენებლო ნებართვები, 2018 წელს მიღებული ახალი წესების შედეგად კი მათი რაოდენობა 45%–ით შემცირდა.

საქართველოში ექსპლუატაციაში ჩაბარებული ობიექტების რიცხვი გაიზარდა >>

სამშენებლო და უძრავი ქონების სექტორი საქართველოში სწრაფი ტემპით ვითარდება, უფრო მეტ ინვესტიციას იზიდავს და ახალ სამუშაო ადგილებს ქმნის. თუმცა აღნიშნული სექტორის წილის ზრდა ეკონომიკურის ზრდაში ეკონომიკას უფრო ციკლურს ხდის. 2018 წელს ეკონომიკაში სამშენებლო სექტორის წილმა 12,2% შეადგინა, რეალურ მშპ–ში კი – 20%.

ბიზნესციკლის ვარდნის ფაზაში გადასვლის ან მოთხოვნილების შემცირების შემთხვევაში, სამშენებლო კომპანიებსა და უძრავი ქონების კომპანიებს გაუჭირდებათ კრედიტების დაფარვა, რაც ნეგატიურ გავლენას მოახდენს საბანკო სექტორის აქტივების ხარისხზე.

აქედან გამომდინარე, კომერციულმა ბანკებმა მუდმივად უნდა აწარმოონ სამშენებლო კომპანიებისთვის გაცემული კრედიტების მონიტორინგი, აღნიშნავენ ეროვნულ ბანკში.

თემები:
საქართველოს ეკონომიკა (272)

მთავარი თემები