საქართველოში ექსპლუატაციაში ჩაბარებული ობიექტების რიცხვი გაიზარდა

© photo: Sputnikახალი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა საბურთალოზე
ახალი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა საბურთალოზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მშენებლობის ნებართვების ნახევარი თბილისზე მოდის

თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. 2019 წლის პირველ ნახევარში საქართველოში ექსპლუატაციაში 1,4 მილიონი კვადრატული მეტრის საერთო ფართის 1 236 ობიექტი ჩაბარდა, ნათქვამია „საქსტატის“ მასალებში.

2018 წლის იანვარ-ივნისთან შედარებით, ეს რიცხვი 6,3%-ით გაიზარდა, ხოლო ფართობი - 47,6%-ით.

როგორ უნდა შემცირდეს რისკები სამშენებლო ობიექტებზე >>

ექსპლუატაციაში ჩაბარებული ობიექტების ნახევარზე მეტი მოდის თბილისზე, კახეთსა და ქვემო ქართლზე.

საქართველოს რეგიონების ტოპ-ხუთეული ჩაბარებული ობიექტების მიხედვით 2019 წლის პირველ კვარტალში

რეგიონი  ობიექტების რაოდენობა წილი ობიექტების საერთო რაოდენობაში, %
თბილისი          450   36,4
კახეთი 185  15,0
ქვემო ქართლი 117 9,5
მცხეთა-მთიანეთი 87 7,0
შიდა ქართლი 85 6,9

საქართველოში 2019 წლის იანვარ-ივნისში მუნიციპალური ორგანოების მიერ 3,5 მილიონი კვადრატული მეტრის საერთო ფართის ობიექტების მშენებლობისთვის თითქმის 5 ათასი ნებართვა გაიცა.

2018 წლის პირველ ნახევართან შედარებით, გაცემული ნებართვების რაოდენობა 1%-ით გაიზარდა, ხოლო ფართობი -17,5%-ით.

ცოცხლად დამარხეს – დაკავებულია სამშენებლო კომპანიის დირექტორი >>

გაცემული ნებართვების 71,6% მოდის სამ რეგიონზე - თბილისზე, ქვემო ქართლზე და აჭარაზე.

საქართველოს რეგიონების ტოპ-ხუთეული 2018 წელს გაცემული ნებართვების მიხედვით

რეგიონი  ნებართვების რაოდენობა   წილი ნებართვების საერთო რიცხვში, %
თბილისი          2 435 48,8
ქვემო ქართლი 584 11,7
აჭარა  554 11,1
იმერეთი 289 5,8
მცხეთა-მთიანეთი 279 5,6

კომპეტენტური ორგანოები წლის დასაწყისიდან გასცემდნენ ნებართვებს სხვადასხვა ტიპის შენობების აშენებაზე – მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სასტუმროების, სავაჭრო ობიექტების, ქარხნების, სასოფლო-სამეურნეო ობიექტების და სხვ. მაგრამ ძირითადი ნაწილი საცხოვრებელ კომპლექსებზე მოდის.

რა პრობლემებია სამშენებლო სფეროში

შენობების ექსპლუატაციაში ჩაბარების წესების გამკაცრებამ მშენებლობის შემცირება გამოიწვია, განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს მშენებელთა ლიგის“ თავმჯდომარემ ანზორ საკანდელიძემ.

„საქსტატის“ მონაცემებით, 2019 წლის მარტში, საქართველოს ეკონომიკური ზრდის მიხედვით, მშენებლობის სფერო ერთადერთია, რომელშიც ვარდნა დაფიქსირდა.

როგორც საკანდელიძემ განაცხადა, თბილისში ადამიანები ცხოვრობენ ბინებში, რომელიც ექსპლუატაციაში ჩაბარებული არ არის.

პანორამა თბილისი - Sputnik საქართველო
სასტუმრო Autograph Collection-დან სამი მუშა გადმოვარდა: განახლდება თუ არა მშენებლობა

„თავად თბილისის მერმა აღიარა, რომ ახლა ქალაქში ადამიანები ცხოვრობენ ისეთ შენობებში, რომლებზეც არ არის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტები, ობიექტები ფაქტობრივად დაუსრულებელია“, – განაცხადა ექსპერტმა.

საკანდელიძის თქმით, პრობლემები სამშენებლო სფეროში 2004 წელს მშენებლობის სამინისტროს გაუქმების შემდეგ დაიწყო. შედეგად ქვეყანაში აღარ მოქმედებს სამშენებლო რეგულაციები, რაც სამშენებლო ნორმებსა და წესებს ზედმიწევნით აკონტროლებდა.

„საქართველოში აღარავინ დარჩა, ვინც სამშენებლო პოლიტიკას გაატარებდა, და საკითხი მერიებსა და ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანოებს გადაეცათ, რამაც აღნიშნულ სექტორში უზარმაზარი ქაოსი და უკონტროლობა გამოიწვია“, – განაცხადა საკანდელიძემ.

მისი თქმით, 2014 წელს საქართველოს მთავრობამ მიიღო დადგენილება იმის შესახებ, რომ სანამ სამშენებლო კანონმდებლობაში არ იქნება საკმარისი ნორმატიული აქტი და სამშენებლო ნორმა, ქვეყანაში საბჭოთა დროის კანონმდებლობით იხელმძღვანელებენ.

„ჩვენ ვართ მიბმული რუსულ სამშენებლო კანონმდებლობაზე, სანამ არ შევქმნით ადგილობრივ ნორმატიულ აქტებს. ჩვენ ვითხოვდით ამ კანონმდებლობის ამოქმედებას. ახლა ეს ყველაფერი თანდათან შესაბამისობაში მოდის“, – განაცხადა საკანდელიძემ.

ყველა ახალი ამბავი
0