19:42 20 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2917
  • 100 RUB4.6667
  • USD2.9735
ივანე მაჭავარიანი

ფინანსთა მინისტრი: ლარი თავის წონასწორულ კურსს იპოვის

© Sputnik / Vladimir Umikashvili.
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს ეკონომიკა (316)
76 0 0

მაჭავარიანისთვის  მცდარია მოსაზრება, რომ ლარის გამყარების რესურსი არის სავალუტო რეზერვების გაყიდვა.

თბილისი, 13 აგვისტო — Sputnik.  საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი დარწმუნებულია, რომ ეროვნული ვალუტის კურსი გამყარდება და ლარი თავის წონასწორულ კურსს იპოვის. 

ლარის კურსი დოლართან მიმართებით 20 ივნისიდან 6,6%-ით დაეცა. თუ 20 ივნისს ეროვნული ბანკის მიერ გამოცხადებული ლარის ოფიციალური კურსი დოლართან მიმართებით 2,7871 იყო, 1 აგვისტოს ამ მაჩვენებელმა ახალ ანტირეკორდს მიაღწია - 2,9718.

„როგორც ფისკალური, ისე მონეტარული პოლიტიკა იქითკენაა მიმართული, რომ ხელი არ შევუწყოთ ლარის გაუფასურებას. პირიქით, მაქსიმალურად თავი შევიკავოთ ზედმეტი ხარჯებისგან, ნებისმიერი სახის აქტივობისგან, რამაც შეიძლება, კურსზე ნეგატიურად იმოქმედოს. თუმცა, არის ჩვეულებრივი ბუნებრივი მერყეობა და ლარი თავის წონასწორულ კურსს იპოვის, ნებისმიერ შემთხვევაში“, – განაცხადა მინისტრმა ჟურნალისტებთან.

კითხვაზე, კონკრეტულად თუ როდის მოხდება ეს, ქვეყნის მთავარმა ფინანსისტმა განაცხადა, რომ ეს მუდმივი პროცესია.

 „ეს მუდმივი პროცესია. იყო უფრო მაღალი (ლარის კურსი – რედ.), წამოვიდა ქვევით. იმედს ვიტოვებ და არის რესურსი, რომ  ცოტა კიდევ გამყარდეს. რესურსი არის მზარდი ექსპორტი. იმედია,  ტურიზმი აღდგება და ის დარტყმა, რაც ტურიზმმა მიიღო, ისიც თანდათანობით წლის ბოლომდე აღდგება. ეს არის მთავარი რესურსი“, – განაცხადა მაჭავარიანმა. 

ამასთან, ფინანსთა მინისტრისთვის  მცდარია მოსაზრება, რომ ლარის გამყარების რესურსი არის სავალუტო რეზერვების გაყიდვა.

 „თუ გგონიათ, რომ ეროვნული ბანკის რეზერვების გამოყრა არის რესურსი, ძალიან ცდებით. რესურსი უნდა იყოს ბუნებრივი, ჯანსაღი, ეკონომიკური პროცესებისგან გენერირებული ის მყარი ვალუტა, დოლარის ან ევროს შემოსავლები, რომელიც ლარს ასეთი ტიპის გაუფასურებისგან იცავს“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.

მისი აზრით, არც ეროვნულმა  ბანკმა, არც მთავრობამა ლარის  გაუფასურებას ხელი არ შეუწყო.

ეროვნულმა ბანკმა 1 აგვისტოს აუქციონზე 32 მილიონ დოლარზე მეტი გაყიდა, რის შედეგად ლარი 1,4%-ით გამყარდა, თუმცა ლარის გაცვლითმა კურსმა 8 აგვისტოდან კვლავ ვარდნა დაიწყო - 2,9338 GEL/$. 13  აგვისტოს ლარის ოფიციალური კურსი აშშ დოლართან მიმართებით არის 2,9090 GEL/$1.

როგორც მანამდე საქართველოს პრემიერ–მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, ლარი ზედმეტად გაუფასურდა და ამას ხელი შეუწყო ბოლო კვირეებში შექმნილმა ნეგატიურმა ფონმა და შესაბამისად, აქედან გამომდინარე ნეგატიურმა მოლოდინებმა.

თემები:
საქართველოს ეკონომიკა (316)

მთავარი თემები