19:26 07 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4477
  • 100 RUB4.2454
  • USD3.0532
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს ეკონომიკა (637)
9710

კონსორციუმის დამფუძნებლებმა სამეთვალყურეო საბჭოში პოსტები სისხლის სამართლის საქმის გამო დატოვეს

თბილისი, 5 აგვისტო — Sputnik. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ საქართველოში აშშ-ის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი მაიკლ ქაუგლი, ნათქვამია კონსორციუმის განცხადებაში.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ საქართველოში პირველ ღრმაწყლოვან პორტს აშენებს. კონსორციუმი არის „თიბისი ბანკისა“ და ამერიკული კომპანია Conti International LLC-ის დაფუძნებული. კონსორციუმში შედიან ასევე SSA Marine (აშშ), British Wondernet Expres (ცენტრალური აზია) და G-Star Ltd. (ბულგარეთი).

დღემდე „კონსორციუმის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე იყო „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე, თუმცა ფულის გათეთრებაში წარდგენილი ბრალდების შემდეგ მან თანამდებობის დატოვება გადაწყვიტა. კონსორციუმში პოსტს ტოვებს ასევე მისი მოადგილე ბადრი ჯაფარიძე, რომელიც ასევე ფიგურირებს ამ საქმეში.

„თვის ბოლოსთვის დაგეგმილი პარტნიორთა კრება გადადგომის შესახებ მათ განცხადებებს დააკმაყოფილებს და მიიღებს გადაწყვეტილებას, კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს საერთაშორისო ბიზნეს და პროფესიულ წრეებში კარგად ცნობილი, მაღალი რეპუტაციის მქონე პირები შეემატონ. სამეთვალყურეო საბჭოს წევრებად წარდგენილია სამი კანდიდატი: რ. მაიკლ ქაუგილი - საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი, თედ ჯონასი - საერთაშორისო იურიდიული ფირმის, Dentons-ის უფროსი მრჩეველი და ჟან-პატრიკ ვუაზა - Concorde Capital-ის პრეზიდენტი. კანდიდატების დანიშვნა თვის ბოლოსთვის დაგეგმილ პარტნიორთა კრებაზე მოხდება“, - ნათქვამია განცხადებაში.

„კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა აღნიშნა, რომ სწორედ ქაუგლი გახდება სამეთვალყურეო საბჭოს ახალი თავმჯდომარე.

„სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას მაიკლ ქაუგილი შეუდგება, ხოლო თედ ჯონასი და ჟან-პატრიკ ვუაზა საბჭოს რიგითი წევრები იქნებიან“, - განაცხადა ახვლედიანმა.

იმავე დროს, კონსორციუმის განცხადებით, ხაზარაძე და ჯაფარიძე არამარტო დატოვებენ თანამდებობებს, არამედ საკუთარ წილებს საერთაშორისო სატრასტო ფონდის მართვაში გადასცემენ.

პროკურატურამ ხაზარაძესა და ჯაფარიძეს დაახლოებით 17 მლნ დოლარის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში წაუყენა ბრალი. საუბარია „თიბისი ბანკის“ 2008 წლის ერთ–ერთ საბანკო ოპერაციაზე. პარასკევს თბილისის საქალაქო სასამართლო აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებს.

პორტის მუშაობის დაწყება 2021 წელს არის დაგეგმილი. პორტის განვითარება ცხრა ფაზად განხორციელდება.

პირველი ფაზა გულისხმობს პორტის ამუშავების შემდეგ წელიწადში 900 ათასი კონტეინერის მიღებას. ეს არ ნიშნავს, რომ პორტში ამ ოდენობის ტვირთი პირველივე წელიწადს შემოვა, მაგრამ ეს იქნება მაქსიმალური დასაშვები მოცულობა, აცხადებენ პროექტის ავტორები. პირველ და მეორე ფაზებს შორის სამ-ოთხწლიანი შუალედი იქნება. მომდევნო ნაბიჯების გეგმა კი პირველი ფაზის მსვლელობისას შემუშავდება.

პირველი ორი ფაზის დასასრულისთვის ანაკლიის პორტი დაახლოებით 14 მილიონი ტონა ტვირთის მიღებას შეძლებს. პროექტის ავტორების გათვლით, ამ მაჩვენებელს პორტი 2030 წლისთვის მიაღწევს. ყველა ცხრა ფაზის განხორციელებას 50 წელზე მეტი დასჭირდება. იმ დროისთვის პორტი, კონსორციუმის პროგნოზით, შეძლებს ყოველწლიურად 100 მილიონ ტონაზე მეტი ტვირთის მიღებას.

პროექტის საერთო ღირებულება 2,5 მილიარდი აშშ დოლარია.

თემები:
საქართველოს ეკონომიკა (637)

მთავარი თემები