17:06 22 თებერვალი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0571
  • 100 RUB4.3980
  • USD2.8299
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს ეკონომიკა (445)
146 0 0

საქართველოს ეროვნული ბანკი 40 მილიონ დოლარს გაყიდის, რათა ლარის გაუფასურება შეაჩეროს

თბილისი, 31 ივლისი - Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გადაწყვიტა სავალუტო რეზერვების ნაწილის გაყიდვა, რადგან ლარი გაუფასურებას განაგრძობს, ნათქვამია ეროვნული ბანკის ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

რატომ უფასურდება ლარი – ექსპერტები საქართველოში შექმნილ ვითარებას აფასებენ >>

20 ივნისიდან ლარის კურსი დოლარის მიმართ 6,6%-ით დაეცა. თუ 20 ივნისს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოცხადებული კურსი დოლარის მიმართ 2,7871 ლარი იყო, 1 აგვისტოსთვის მან ახალ ანტირეკორდს მიაღწია და 2,9718 შეადგინა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და მთავრობა ლარის გაუფასურებას საგარეო შოკს, კერძოდ, ტურისტების ნაკადის შემცირებას უკავშირებენ.

„ეროვნული ბანკის შეფასებით, მიუხედავად დადებითი შიდა და საგარეო მაკროეკონომიკური დინამიკისა, ტურიზმთან დაკავშირებული შოკისა და ნეგატიური მოლოდინების ფონზე დღეისათვის გაცვლითმა კურსმა ისეთ ნიშნულს მიაღწია, რომელმაც შესაძლებელია რისკი შეუქმნას ფასების სტაბილურობას. აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ეროვნული ბანკი მიზანშეწონილად მიიჩნევს მის ხელთ არსებული ინსტრუმენტების თანმიმდევრულ გამოყენებას, რათა არ მოხდეს ამ რისკის მატერიალიზაცია“, - ნათქვამია განცხადებაში.

ეროვნულმა ბანკმა გადაწყვიტა, 1 აგვისტოს სავალუტო აუქციონზე 40 მილიონი დოლარი გაიტანოს. საჭიროების შემთხვევაში, ეროვნული ბანკი ინტერვენციებს მომავალ დღეებშიც მიმართავს.

„თუ გაცვლითი კურსიდან მომდინარე წნეხი ინფლაციაზე შენარჩუნდა, ეროვნული ბანკი ასევე გაამკაცრებს მონეტარულ პოლიტიკას“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ეროვნული ბანკი არის მარეგულირებელი ორგანო, რომელიც ინფლაციის დონეს აკონტროლებს და მიმართავს ზომებს მაშინ, როდესაც ინფლაციის დონე პროგნოზს აჭარბებს. ეროვნული ბანკის პროგნოზით, ამჟამინდელი პირობების შესანარჩუნებლად ინფლაცია წელს მიზნობრივ დონეზე (3%) მაღლა დარჩება. მაჩვენებელი დაწევას დაიწყებს 2020 წლის მარტიდან და საშუალოვადიან პერსპექტივაში მიზნობრივი დონის მახლობლად შენარჩუნდება.

ლარის გაუფასურება დაიწყო ქვეყანაში ივნისის ბოლოს განვითარებული მოვლენების შედეგად. საქართველო-რუსეთის ისედაც დაძაბული ურთიერთობა კიდევ უფრო გამწვავდა თბილისში საპროტესტო აქციების ფონზე, რომელთა საპასუხოდ რუსეთმა 8 ივლისიდან აკრძალა პირდაპირი ავიამიმოსვლა საქართველოსთან. საგრძნობლად შემცირდა ტურისტების ნაკადი.

ბიზნესი საქართველოში საფრთხეშია - ვინ მართავს მოლოდინებს და აცდება თუ არა 1 დოლარი 3 ლარს >>

საქართველოს ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ქვეყანა 2019 წლის ბოლომდე დაკარგავს 1 მილიონ ტურისტს რუსეთიდან, ზარალი კი 750 მლნ დოლარს მიაღწევს. 2018 წელს საქართველოში უცხოური ტურიზმიდან 3,2 მილიარდი დოლარი შემოვიდა.

თემები:
საქართველოს ეკონომიკა (445)

მთავარი თემები