ქართულმა ავიაკომპანიამ რუსეთში ფრენების აკრძალვის გამო მილიონობით ზარალი ნახა

© photo: Sputnik / Mikhail Fomichev / გადასვლა მედიაბანკშიAirzena - Georgian Airways-ის თვითმფრინავი
Airzena - Georgian Airways-ის თვითმფრინავი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხელისუფლება დაეხმარება ქართულ ავიაკომპანიებს, რომლებმაც რუსეთში პირდაპირი ავიარეისების აკრძალვის გამო იზარალეს.

თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვის შედეგად კომპანია Georgian Airways-მა („ქართული ავიახაზები") 25 მილიონი აშშ დოლარით იზარალა, იუწყება ავიაკომპანიის პრეს-სამსახური.

საქართველოში რუსი დეპუტატის პარლამენტში გამოჩენასთან დაკავშირებული საპროტესტო აქციების ფონზე რუსეთმა 8 ივლისიდან საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა აკრძალა. საქართველოს ხელისუფლება ვარაუდობს, რომ რუსი ტურისტების ნაკადის შემცირების გამო ზარალმა, შესაძლოა, 750 მლნ დოლარს მიაღწიოს.

Airzena Georgian Airways-ის თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში - Sputnik საქართველო
სუბსიდირებული რეისები: რუსი ტუროპერატორები საქართველოს ტურებს არ გაყიდიან

„ავიაკომპანიას მოუწია უკვე რეალიზებული ავიაბილეთების 80%-ის უკან დაბრუნება, გარდა ამისა მკვეთრად შემცირდა ავიაბილეთების შეძენის მსურველთა რიცხვი, რითიც ავიაკომპანიამ ჯამში დაახლოებით 25 მილიონი დოლარის ზარალი მიიღო", – ნათქვამია Georgian Airways-ის განცხადებაში.

Georgian Airways-ის მენეჯმენტმა ფინანსური დახმარების თხოვნით საქართველოს მთავრობას მიმართა. ხელისუფლებამ, თავის მხრივ, გაითვალისწინა ავიაკომპანიის თხოვნა და ზარალის ნაწილობრივ ანაზღაურების გადაწყვეტილება მიიღო.

„გვსურს დიდი მადლობა გადავუხადოთ საქართველოს მთავრობას გაწეული დახმარებისათვის და ვიმედოვნებთ, რომ არსებული პრობლემები უახლოეს მომავალში სრულად აღმოიფხვრება", – აღნიშნულია ავიაკომპანიის განცხადებაში.

მანამდე საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მზადაა, დაახლოებით 1,2 მილიონი ევრო (დღგ-ის გარეშე) გამოყოს ტრანზიტული ავიარეისების სუბსიდირებისთვის რუსეთის აეროპორტებიდან თბილისისა და ბათუმის მიმართულებით სომხეთის გავლით.

აეროპორტი - Sputnik საქართველო
ავიაკომპანია Armenia თბილისიდან მოსკოვში ფრენებს განახორციელებს

დადგენილებაში აღნიშნულია, რომ შეთანხმებას ავიაკომპანიებთან, რომლებიც სატრანზიტო ფრენებს ერევნის გავლით ასრულებენ, გააფორმებს სახელმწიფო კომპანია „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება".

ხელშეკრულებები ყველა მიმართულებით ერთი წლის ვადით დაიდება. კიდევ ერთი პირობაა: სუბსიდიის მიღების პრეტენდენტმა ავიაკომპანიამ საქართველოს ყველა აეროპორტში კვირაში სულ მცირე ორი სატრანზიტო რეისი უნდა შეასრულოს.

მთავრობის ინიციატივით, რუსეთიდან საქართველოში ტრანზიტით ჩამოყვანილ ყოველ მგზავრზე სუბსიდია იქნება არაუმეტეს 90 ევროსი დღგ-ის გარეშე.

საქართველოს ხელისუფლებას ეკონომიკური პრობლემების მოგვარებაში ბიზნესის იმედი აქვს>>

ყველა ავიაკომპანიასთან შეთანხმების საერთო თანხა არ უნდა აღემატებოდეს 600 ათას ევროს დღგ-ის გარეშე. „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას" უფლება აქვს შეარჩიოს მხოლოდ ორი კომპანია.

ყველა ახალი ამბავი
0