23:46 26 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8137
  • 100 RUB4.2174
  • USD3.2202
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს ეკონომიკა (787)
96 0 0

საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ბიზნეს-ასოციაციის წევრებთან რთული ეკონომიკური მდგომარეობიდან გამოსვლის გზები განიხილა

თბილისი, 24 ივლისი - Sputnik. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ეკონომიკურ პრობლემებს, რომლებიც თბილისში საპროტესტო ტალღის შემდეგ წარმოიშვა, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან ერთად გადაწყვეტს, ნათქვამია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

მთავრობა მცირე სასტუმროების მეპატრონეებს სექტემბრიდან მნიშვნელოვან დახმარებას პირდება >>

ტურიზმის სექტორს სერიოზული დარტყმა მიაყენა რუსეთთან ურთიერთობის გამწვავებამ. რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა აკრძალა იმ არეულობის გამო, რომელიც საქართველოში 20 ივნისს დაიწყო. შედეგად მკვეთრად შემცირდა ჯავშნების რაოდენობა სასტუმროებში. ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ზარალი 750 მილიონ დოლარს მიაღწევს. გარდა ამისა, გაუფასურებას განაგრძობს ქვეყნის ეროვნული ვალუტა.

„რა თქმა უნდა, საკმაოდ დიდი მსჯელობა გვქონდა 20 ივნისის კრიზისის შემდგომ ქართულ ეკონომიკაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, მის ნეგატიურ ზემოქმედებაზე ინვესტიციების სფეროში, ინვესტორების მოლოდინებზე, საინვესტიციო გარემოზე და დავსახეთ გეგმები, როგორ გადავლახოთ ეს ერთობლივად - ნეგატიური ზემოქმედება უფრო დიდი იყო, ვიდრე მხოლოდ ტურიზმის სექტორზე ზემოქმედება“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

20 ივნისიდან ლარის კურსი დოლართან მიმართებით თითქმის 4,1%-ით გაუფასურდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოცხადებული ლარის ოფიციალური კურსი დოლართან მიმართებით 20 ივნისს იყო 2,7871, 25 ივლისს კი - 2,9010.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ბიზნეს-ასოციაციის წევრებს შეხვედრისას საინვესტიციო გარემოზე მომხდარი ნეგატიური ზემოქმედების შესარბილებლად დაგეგმილი რამდენიმე მიმართულება გააცნო: პრივატიზაციის პროცესის დაჩქარება; ქონების გადაცემა საინვესტიციო ვალდებულებებით; მიწის რეგისტრაცია მისი ბრუნვაში უფრო სწრაფად ჩართვის მიზნით.

წლის დასაწყისიდან პრივატიზაციის ფარგლებში კომპანიების მიერ 80 მილიონ ლარზე მეტი საინვესტიციო ვალდებულება იქნა აღებული.

„ეს 3000-მდე ახალი სამუშაო ადგილია. ჩვენ განსაკუთრებულ აქცენტს ვაკეთებთ ინვესტორებთან ურთიერთობაზე და მათ მოზიდვასა და ინვესტირების პროცესის დაჩქარებასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა მინისტრმა.

მინისტრის თქმით, ყველაფერთან ერთად რუსეთს ემბარგოც რომ დაეწესებინა, როგორც ამას სახელმწიფო დუმა მოითხოვდა, მოსალოდნელი ზარალი 4 მილიარდ ლარს მიაღწევდა.

ამ თანხაში იგულისხმება ის 750 მილიონი დოლარი, რომელსაც საქართველო რუსეთიდან ტურისტული ნაკადისგან ელოდა. ფულად გადარიცხვებზე მოდის 600 მილიონი დოლარი - ესაა თანხა, რომელიც რუსეთიდან გასულ წელს შემოვიდა. გარდა ამისა, შეიძლებოდა დაკარგულიყო შემოსავალი ღვინის, სოფლის მეურნეობის პროდუქტებისა და მინერალური წყლის ექსპორტის შეწყვეტის შედეგად, რომელზეც 300 მილიონი დოლარი მოდის.

თემები:
საქართველოს ეკონომიკა (787)

მთავარი თემები